ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონას” ფეხბურთელების, სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოს გარშემო არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.
აღნიშნული ფეხბურთელები წასვლის მთავარი კანდიდატები არიან. მაღალი ხელფასისა და ცუდ ფორმაში ყოფნის გამო, “ბლაუგრანას” მათი გაშვება ზამთარშივე სურს.
რომანო “ბენფიკას” მხრიდან უმტიტის მიმართ ინტერესს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ბარსასა” და “არწივებს” შორის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მთავარ პრობლემად კვლავ ფრანგის მაღალი ანაზღაურება რჩება.
ჟურნალისტის თქმით, “ბარსელონა” იმედოვნებს, უმტიტისა და კოუტინიოსთან დაკავშირებით გამოსავალს მოძებნის, რაზეც ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს.




ესენი ორივენი დიდი ხანია გასაშვები არისნ, მაგრამ რა გინდა ქნა, უნამუსოები არიან. ხელფასსაც არ იმცირებენ ეს მუქთამჭამელები.
Davita,
გეთანხმები , მაგრამ ამ ხელფასით ამის დატოვება გამორიცხულია. ტორესი და კავანი რომ იყიდონ სახელფასო ჭერი უნდა ჩამოვწიოღ და ტიპი სკამის ფეხბურთელია და ხელფასი 12 მილიონი აქვს მგონი
კოუტინიო ულაპარაკოდ გასაშვებია, უმტიტს რაც შეეხება პრაქტიკა უნდა მიცენ და ზაფხულში მიიღონ გადაწყვეტილება, მე პირადად მინგესას ლანგლესა და გარსიას სამივეს მირჩევნია ამ ფორმაში მყოფიც