AS ჩავი ერნანდესის გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებს ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტი ფრენკი დე იონგსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გუნდის პროექტის მნიშვნელოვან წევრებად მიიჩნევს, თუმცა, ისინი საუკეთესო ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არიან.
ამ მომენტისთვის, ჩავი გერმანელისა და ნიდერლანდელის წასვლაზე თანახმა არაა, მაგრამ ისინი ხელშეუხებელნი აღარ არიან.
რაც შეეხებათ ფილიპე კოუტინიოს, სერჟინიო დესტსა და ლუკ დე იონგს – ისინი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან და იანვარში სხვა კლუბში გადაბარგების საშუალება მიეცემათ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩავის გუშინდელ მატჩში ჟერარ პიკესა და სერხიო ბუსკეტსის ბრძოლისუნარიანობა ძალიან მოეწონა. გარდა ამისა, მან გავი, ნიკო და აბდეც შეაქო.




ამ წურბელებს ვერ იშორებენ რა…
წოვენ ბარსას სისხლს და სანაცვლოდ არაფერს აძლევენ გუნდს
Kous dests da luks mingesac miayolet da lenglec ori pitaloo
ლენგლე დავტოვოთ😂😂😂😂
《○BIG ĆULE○》,
ზამთარში კავანი და ტორესი თუ გაქაჩეს ეგეც დიდი საქმე იქნება. თორე აშკარაა რომ გუნდს სჭირდება დაცვაში გაძლიერება. ალბათ კრისტენსენს იყიდიან ზაფხულში. ასპილიკუეტაც თუ მოაყოლეს მთლად კარგი.
მაგ წამსვლელებს დემბელეც მიემატება, ჩვენ თუ არ გავუშვებთ თავისით წავა, ნუ ივნისში მაინც.
ერიკ გარსიას გვერდით პუიოლისნაირი მასწავლებელი ჭირდება…
გუნდი როცა დალაგდება, არაუხოსთან წყვილში შეიძლება მნიშვნელოვნად მოუმატოს
ხულიან ალვარესი ფერან ტორესი და ლისანდრო მარტინესი დაიდოს ზამთრში
დემბელე, ლუკი და კოუტინიო ეხლავე უნდა წაბრძანდნენ
დეპაის მოუწევს სკამზე გადაჯდომა და აბდეს დუბლიორობა, როდესაც აბდე აფრიკის თასზე წავა, მარცხენა ვინგერად ირბენს და ანსუს მოამარაგებს პასებით, ხანდახან კარშიც დაარტყმევინებენ
სწორი შეფასებებია, მარა სხვებზეც გვაინტერესებს აქ ხალხს. მე პირადად დეპაიში აზრს ვერ ვხედავ, მირჩევნია ვინმე თუ გვყავს ბ გუნდიდან გადმოვიყვანოთ თავდამსხმელი სანამ ფატი წესიერად დაბრუნდება
El pistolero 9,
1 კარგი მცველიც დაამატე და კანფეტ😎
ტერ შტეგენი/ პენია
ალვესი/რობერტო
არაუხო/გარსია
პიკე/უმტიტი
ალბა/ბალდე
ბუსკეცი/ნიკო
ფრენკი/პუჩი
პედრი/გავი
ფატი/ტორესი
დეპაი/კავანი
დემბელე/აბდე/აკომაჩი.
ზამთრის შემდეგ ასეთი გუნდის ხილვის იმედი მაქვს.
და დემბელეზე არაფერი თქვა?! თუ მიცვალებულებზე ან კაის ამბობენ, ან არაფერს?!
შტეგენი და დე იონგი შანს ზაფხულამდე იმსახურებენ, ძაან ბევრია გასაყრელი აშკარად გუნდიდად და უკეთესებით უნდა ჩაანაცვლონ, რაც რთული იქნება
პიკემ და ბუსკეცმა საგრძნობლად მოუმატეს, შტეგენს და დეიონგს ზაფხულამდე უნდა დააკვირდენ და და თუ ასე გააგრძელეს გაყიდონ, ორივე გასაშვებია ოღონ ფრთხილად,სათანადო კადრით ჩანაცვლებას ვეთანხმები და არა უფრო დაბალი დონით
როგორც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, გარსიას ლანგლეც ურჩევნია და უმტიტიც, ამიტომ, როგორც მინიმუმ ზაფხულამდე მოუწევს დატოვება. არადა, თავიდან იწერებოდა, რომ ჩავის მოსვლა ერიკისთვის ძალიან კარგი ამბავი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა მოლოდინი ჰქონდა მისგან მწვრთნელს და სხვა დახვდა.
ლენგლეს ტოვებს?