ხვალ, ლა ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, “ბარსელონა” სტუმრად “ოსასუნას” დაუპირისპირდება.
Sport აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს.
გამოცემის მტკიცებით, ჩავი ერნანდესი პამპლონელების წინააღმდეგ 3-4-3 ფორმაციას გამოიყენებს, რომელმაც “ვილიარეალთან” შეხვედრაში შედეგი გამოიღო.
კატალონიელთა კარს ტრადიციულად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს, დაცას კი, ჟორდი ალბას ტრავმისა და სერჟინიო დესტის უსახური თამაშის გამო, რონალდ არაუხო, ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე დააკომპლექტებენ. ბევრის გასაკვირად, ჩავი ლანგლეს ნდობას უცხადებს, ერიკ გარსიას კი, ზედიზედ ორი მატჩია, სათადარიგოთა სკამზე ტოვებს.
ნახევარდაცვას სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, ნიკო გონსალესი და გავი გაამაგრებენ. ამ უკანასკნელს მოედანზე გადაადგილების უფრო მეტი თავისუფლება ექნება, როგორც ეს “ბაიერნთან” შეხვედრაში მოხდა.
შეტევაში სიახლეებია. ჩავი მარჯვენა ფლანგზე კიდევ ერთ შანსს მისცემს აბდე ეზალზულის, რომლისგანაც ბევრს მოელის. ცხრიანის პოზიციას, მემფის დეპაის ტრავმის გამო, ამ უკანასკნელის თანამემამულე, ლუკ დე იონგი დაიკავებს, მარცხენა ფლანგზე კი უსმან დემბელე იასპარეზებს.
მთლიანობაში “ბარსას” სავარაუდო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
3-4-3 | ტერ შტეგენი; არაუხო, პიკე, ლანგლე; ნიკო, ბუსკეტსი, გავი, ლ. დე იონგი; ეზალზული, ფ. დე იონგი, დემბელე
“ბარსელონასა” და “ოსასუნას” დაპირისპირება თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.




პიკე და ალბა დაბერდნენ, არაუხოს გარდა კი ყველა მცველი, რომ გადაადნო ერთი არ გამოვა ნორმალური. ელჩეს დონესაც ვერ გაქაჩავენ.
როგორ ფიქრობთ ,,გზა პარიზისკენ" თუ დიდი დაბრუნება ბარსაში? 🤔
დეპაის ფორვარდობას ნაღდად მირჩევნია ბებერი სუა, თან იმ საქციელის მერე როგორაც მოექცნენ პატივი უნდა ვცეთ როგირც ლეგენდას
Moriba,
აუ ეგ ვიღას ახსოვდა, უეჭველი უნდა მივიყვანოთ,ერთად აღებულს ყველა შემტევს აჯობებს და მერე ღირსეულ გაცილებასას მოუწყობენ❤️❤️
რათ გვინდა სავარაუდო შემადგენლობის შეხსენება, გასაგებია ვინც ფეხზე დგას ჯერ კიდევ ისინი იქნებიან, თუ მოგროვდა 11 კაცი პოზიციების მიხედვით რა თქმა უნდა.
დემბელე მარჯვნივ, კოუტინიო მარცხნივ . გრიზმანი მაინც არ გაეშვათ. და ესეთი შემადგენლობა ჯგუფში ჩარჩა:)))
დემბელე, კოუტინიო და გულისრევა აღარ მინდა
ლუკ დე იონგი დახაზავს დრიბლინგებით, მაგრამ რო არაა უკეთესი არჩევანი?!
აგუერო,ბრაითა,ფატი,დეპაი, 4 შემტევი დალეწილი, ჯანდაბა
ფელიქსი აპირებს ატლეტიკოდან წასვლას და გრიზმანში გაცვლა არ შეიძლება? მგონი უნდა ჩოლოს ფრანგის შენარჩუნება, არ თამაშობს იქ ცუდად
რა დე იონგი რა დე იონგი ბიჭოოო დემბელე დადგეს ცენტრში და მარცხნივ კოუტინიო
✍ლუის სუარესს მადრიდის ატლეტიკოში კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. [Transfermarkt.com]
როგორ ფიქრობთ ,,გზა პარიზისკენ" თუ დიდი დაბრუნება ბარსაში? 🤔
რა ლუკ დე იონგი მაგას ჯობია დემბელე დადგეს ფორვარდად და ბალდემ უნდა ითამაშოს
არა ლუკ 🌴 იონგს ისევ კოუტინიო მირჩევნია, ან ის ბარსა ბ დან როა, უბედური გვარი როაქ და ახლა როა პირველად განაცხადში