ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 76%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
ყველაზე მეტი ხმა ტერ შტეგენმა და დეპაიმ მიიღეს.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ბეტისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, ნიკო, დემბელე, დეპაი, გავი.
თამაში 19 საათსა და 19 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი გვთავაზობს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




მოკლედ გავხდი მწვრთნელი, ზუსტად ვარტყამ, მაგრამ რა გინდა გუნდი მაინც ვერ იგებს.