ჩავი ერნანდესმა “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ დღეს გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელიც “ბარსელონამ” რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
როგორც აღმოჩნდა, “ბარსა” ანსუ ფატისთან მიმართებაში გარისკვას არ აპირებს და ის გუნდს ჯერ არ დაუბრუნდება. სერჟინიო დესტი და უსმან დემბელე თამაშისთვის 100%-ით მზად არიან.
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ამ საღამოს “კამპ ნოუზე” შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, დეპაი, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, ლ. დე იონგი, ალბა, ფ. დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, ნიკო, გავი, ბალდე, ეზალზული, ტენასი.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.




არ ღირს ფატით გარისკვა.
იმედია ფატი ბაიერნთან ცოტა ხნით მაინც ითამაშებს,აშკარაა რომ საკადრო პრობლემები გვაქ და საჭიროა ადეიმი ან ტორესი ამ ზამთარში და ზაფხულში ამ ორიდა ორივე უნდა გვყავდეს და კიდევ ცენტრალური მცველიც ,მოკლედ ტრანსფერებია საჭირო რა