workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, “რეალ ბეტისთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

მიზანი მოგებაა. ბურთის ამოტანის და დაცვაში სწორად თამაშის გარკვეული პრობლემები გამოვასწორეთ, ფეხბურთელების მონდომებითა და ენთუზიაზმით კმაყოფილი ვარ. “ბეტისი” ჩვენი უშუალო კონკურენტია და მათი დამარცხება აუცილებლად უნდა მოვახერხოთ. 
ანსუ ფატისთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან მაშინ ითამაშოს, როცა ამისთვის 100%-ით მზად იქნება – კიდევ ერთი ფეხბურთელის დაკარგვა ნამდვილად არ გვჭირდება. 
ანსუ დაბრუნებისთვის თავდაუზოგავად შრომობს, რაც ძალიან მახარებს. 
დემბელეს დარჩენა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან არ გვაწყობს, ის სპორტული პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეს მისთვისაც ნათქვამი მაქვს. მჯერა, რომ უსმანს შეუძლია, თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე გახდეს. 
“ბაიერნთან” შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა “ბარსელონასთვის” თითოეულ კვირას დიდი დატვირთვა აქვს. დასვენებისთვის დრო მაშინ გვექნება, როცა სეზონი დასრულდება. შეუძლებელია, ამ კლუბში ყველაფრის მოგებას არ უმიზნებდე, ეს კი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. 
თუ გუნდის გაძლიერებას გადავწყვეტთ, ამისთვის კლუბი ვინმემ უნდა დატოვოს. ფინანსური მდგომარეობა სხვა შესაძლებლობას არ გვიტოვებს. 
პედრი, ანსუ, მარტინი და კუნი საქმეს ძალიან გაგვიადვილებდნენ, მაგრამ თავის მართლების დრო არ გვაქვს. ის რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენ ხელთაა. 
სერჟინიო დესტი თამაშისთვის 100%-ით მზადაა. 

მინდა, ალექსია პუტელიასს ოქროს ბურთის მოგება მივულოცო. მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ვიცი, რომ თამაში ყოველთვის შესანიშნავად გამოსდიოდა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო პედრიმაც დამსახურებულად მოიგო. ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და გამარჯვება ეკუთვნის. როგორც პეპმა თქვა, ის ამ ტიტულს ყოველთვის იმსახურებს. 

გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდა. ამ პრინციპით პრიზს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იგებს. მესი უბრალოდ საუკეთესოა – ისევე, როგორც პელე, მარადონა და დი სტეფანო იყვნენ თავიანთ ეპოქებში. თუ 30 წლის შემდეგ გამოჩნდება ფეხბურთელი, რომელიც ლეოს აჯობებს, მაშინ ვიტყვით, რომ ის საუკეთესოა, ამ მომენტისთვის კი მესის კონკურენტი არ ჰყავს. 

შესაძლოა, ეს დიდ მიღწევად არ ჩანდა, მაგრამ “ვილიარეალთან” მოგებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება ტიტულის მოგებასავით აღნიშნეს, რაც განწყობას გვიმაღლებს. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სუსტი რგოლები გავაძლიეროთ და ტემპს არ ჩამოვრჩეთ. 
უნაი ემერისთან ყველაფერი მოგვარებულია. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ. უნაის და “ვილიარეალს” ძალიან ვაფასებ და ამ შემთხვევას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 
გაატარებს თუ არა დემბელე სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრიბუნებზე, თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს? თუ მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, უნდა ითამაშოს. ამ სცენარს არ განვიხილავ. არ მინდა, ნეგატიურად ვიფიქრო. 
ფრენკი დე იონგის ტრანსფერს არ განვიხილავთ. ის “ვილიარეალთან” შესანიშნავი იყო. ახლა ფრენკი ზუსტად ისეთია, როგორიც გვინდა, რომ ყოველთვის იყოს. 
ვფიქრობ, ერთი კონკრეტული სათამაშო სქემისთვის უპირატესობის მინიჭებაზე უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება ზოგადად თამაშის სტილზე გავამახვილოთ. ვცდილობთ, ფეხბურთელები დავარწმუნოთ იმაში, რომ ბურთის კონტროლი ჩვენი სტილის საკვანძო ნაწილია, სქემის შერჩევა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დამატებითი კომპონენტების გამოყენება შეგვიძლია კონკრეტულ მატჩში. 

– განაცხადა ჩავიმ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2022, 22:34
    #8

    ნეტა ვინმეს თუ მოუწყვია ამათთვის კორიდორი როდისმე? რა დრო დადგა არა?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 მაი 2022, 15:56
    #7

    შური უნდა ვიძიოთ😍

  • nikusha
    schedule 07 მაი 2022, 13:44
    #6

    ჩავიმ პირველი მატჩი სწორედ ბეტისთან წააგო ასე რომ რევანშის და შურისძიების დროა

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 მაი 2022, 18:00
    #5

    ციტატა: Griezzy7
    ეს შემადგენლობა იქნება კარგი

    დეპაი-ობამეიანგი-ტრაორე
    გავი-ბუსი-ფრენკი
    ალბა-გარსია-არაუხო-ალვეში
    ტერ შტეგენი


    კი მაგრამ ისევ ტორესს და იმბეცილ დემბელეს შეტენის… მაგრამ ტრაორეც არანაკლებ დებილია

  • nikolozi96
    schedule 04 დეკ 2021, 11:14
    #4

    პედრი, ანსუ, მარტინი და კუნი საქმეს ძალიან გაგვიადვილებდნენ, მაგრამ თავის მართლების დრო არ გვაქვს. ის რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენ ხელთაა.

    რონალდ კუპატ ეს წაიკითხე

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 დეკ 2021, 18:11
    #3

    იმედია მოვიგებთ❤❤💙💙, ყველა 3 ქულა მნიშვნელოვანია

  • nika 54
    schedule 03 დეკ 2021, 17:56
    #2

    იმედია კიდევ ერთ სპექტაკლს დაგვიდგამს.

  • La Pulga10
    schedule 03 დეკ 2021, 17:29
    #1

    უფფფ ოღონდ შენ ფრენკი მოხოდე და…