“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, პედრი გონსალესმა 29 ნოემბერს France Football-ისგან საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მიიღო. რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოს ოქროს ბურთის მფლობელები ავლენენ, რომლებიც საკუთარ რჩეულებს ქულებს ანიჭებენ.
19 წლის ფეხბურთელმა ჯამში 89 ქულა მიიღო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას” ყოფილმა კაპიტანმა და ოქროს ბურთის შვიდ გზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ხმა სწორედ პედრის მისცა – ლეომ ყოფილ თანაგუნდელს 3 ქულა მიანიჭა, მეორე ადგილზე 2 ქულით “პარი სენ-ჟერმენის” განაპირა მცველი, ნუნო მენდეში გაიყვანა, მესამეზე კი – 1 ქულით დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი.
მესი და პედრი გასულ სეზონში თანაგუნდელები იყვნენ და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კოპას სახელობის პრიზის მიღების შემდეგ, გონსალესმა სიტყვით გამოსვლისას ლეოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.




ოქროს ბურთზე ვინ ვის მისცა ხმა ეგ სად ვნახო?
ნუ იმსახურებდა, ლეო კიდევ სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო?
მეგობრობა რომც არ ყოფილიყო ობიექტურია
აბა სხვისთვის რატომ უნდა მიეცა, მითუმეტეს მთელი მსოფლიო პედრის ქებაში იყო.