დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” უნივერსალი, სერჟი რობერტო მარჯვენა ბარძაყზე ოპერაციას ჩაიტარებს.
Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ჩავი ერნანდესთან და ექიმ ხავიერ ვალიესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მან რიკად პრუნასა და ანდრეს ინიესტას რჩევაც გაითვალისწინა.
რობერტო საკუთარი ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული იყო, რაც საკუთარი თავის გამოვლენაში ხელს უშლიდა. სწორედ ამიტომ, მან ჩავისთან და კლუბის სამედიცინო სამსახურის დროებით უფროს ხავიერ ვალიესთან კონსულტაციის გავლა გადაწყვიტა, რიკარდ პრუნამ კი საკუტარი მოსაზრება გარე მრჩევლის როლში გამოთქვა. რაც შეეხება ინიესტას, “ბარსას” ლეგენდამ იგივე ტრავმა გასულ სეზონში მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც თამაში უპრობლემოდ გააგრძელა. ანდრესმა რობერტოსაც სწორედ ეს ურჩია.
“ბარსას” მეოთხე კაიტანს ქირურგიულ ჩარევს ექიმი ლასე ლემპაინენი ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩაუტარდება. ივარაუდება, რომ სერჟი 4 თვეს გამოტოვებს.




გაზაფხულისთვის დაბრუნდება, შეიძლება ვაგინებთ, მაგრამ დასჭირდება ჩავის ჯარისკაცები
მოკლედ, როგორც იტყვიან ეს არც ღვინოა და არც წყალი, სადღაც შუაშია.
ნუ "ჩაგვიგდო" სეზონი. არა მგონია ამ სეზონში ეს დაბრუნდეს.
წადი ბიძიკო სახლში, წადი..
მთელი კარიერა ზამენების სკამს ალამაზებდი და კი გეკუთვნის "დამსახურებული შემცვლელის" პენსია!!!