დღეს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ძირითადად “ესპაი ბარსას” პროექტზე ისაუბრეს, თუმცა სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხნენ.
რევერტერმა დაადასტურა, რომ კლუბი ზამთარში ტრანსფერების განხორციელებას შეძლებს:
“ბარსა” ტრანსფერების განხორციელებას აუცილებლად შეძლებს, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
“ბარსელონა” ზამთარში შეტევის გაძლიერებას აპირებს. შესაძლოა, იანვარში კლუბში “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ფერან ტორესი ვიხილოთ.




კარგია თუ ერთ კარგ შემტევს მაინც მოიყვანენ, და სულ მშვენიერი თუ ჩამოწერილი საქონლის ნაწილობრივ გასაღებაც მოხერხდება.
მაგი რო თქვან 40 მილიონის მაგივრად 80 მოუხევენ ფეხბურთელში.