workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერან ტორესმა გვარდიოლას ბარსაში გაშვება თხოვა | MD

ფერან ტორესმა გვარდიოლას ბარსაში გაშვება თხოვა | MD

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა შემტევი, ფერან ტორესი ჩავი ერნანდესის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა. “მაესტროს” სწორედ მისი პროფილის – სწრაფი და გოლის ალღოს მქონე გარემარბი სჭირდება. როგორც ცნობილია, კატალონიურ გრანდში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს.

დღეს, ჟერარ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მატეუ ალემანი მანჩესტერში “ქალაქელებს” ესპანელის ტრანსფერზე მოელაპარაკა. Mundo Deportivo-მ კი უფრო მეტი ცნობების გარკვევა მოახერხა. ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელმა პეპ გვარდიოლას კლუბიდან წასვლისა და “ბარსელონაში” გაშვების ნებართვა მოთხოვა, “სიტის” თავკაცისგან კი თანხმობა მიიღო. ესპანელი თანამემამულეს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ კლუბები ეკონომიკურ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.

წყაროს თანახმად, ტორესმა პეპის მიმართ მადლიერება გამოხატა და განუმარტა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებს. ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელის თხოვნას გაგებით მოეკიდა, ვინაიდან კარგად ესმის, რომ “ბარსას” ან “რეალის” დონის კლუბის ინტერესის შემთხვევაში, გუნდიდან წასვლის მოთხოვნა სრულიად ლოგიკურია.

ტორესი “მანჩესტერ სიტის” 2020 წელს “ვალენსიადან” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და “ქალაქელების” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 27 ნოე 2021, 17:28

    ციტატა: Albicelecte
    გნიდაა პეპი, იცის, რომ ლაპორტას ფული არა აქვს barca-6


    გავიგე უშვებსო 50-ათ.

  • Jorji
    schedule 27 ნოე 2021, 15:17

    თავიდან ვიფიქრე რომ ფერანი რადგვინდათქო და უცებ თავი ისევ ძველ ბარსაში მეგონა სადაც მხოლოდ ტოპ ვარსკვლავებზე მიდიოდა საუბარი და ეხლა როცა წინ მხოლოდ მ**ნერი დეპაის იმედად ვართ ფერანი მაგრად დაგვეხმარებოდა…დეპაიმ მგონი სირბილი არიცის თუ მე მეჩვენება?

  • Dimitri359
    schedule 27 ნოე 2021, 09:17

    სიტის ადგილას ფრენკიში გაცვლას მოვითხოვდი… 100 მილიონიც რომ დააფასონ არ გამიკვირდება.

  • me da barca
    schedule 27 ნოე 2021, 03:37

    გააჩნია რამდენს მოითხოვენ, თორემ პეპის თანხმობა მარტო რას გვიშველის, როცა ხაზინა გამოშიგნულია.

  • La Pulga10
    schedule 27 ნოე 2021, 00:36

    ციტატა: NEYBarca
    ამას 25-ამდე აქ კონტრაქტი და არანაკლებ 40-ს მოგვიხევს სიტი და თუ მაგდენის ერთი ადგილი აქვთ მაგ ფასში ადიემი იყიდონ, უფრო პერსპექტიულია.


    ადიემი ბარსას ფანია და მაგას ზაფხულში უეჭველო მოიყვანენ.ფერან ტორესი კიდე ძაან მაგარია,გოლის კარგი ალღოც აქვს,ტექნიკურიცაა და ჭკვიანი ზამთარში თუ მოიყვანეს მაგაზე კარგი არაფერი იქნება.

  • Moriba
    schedule 26 ნოე 2021, 23:26

    🚨 ბარსელონას ინტერესი ფერან ტორესის მიმართ დადასტურდა – ფეხბურთელი თანახმაა ესპანეთში დაბრუნდეს 👀🔙🇪🇸

    ✅ გუნდები მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ 🔜

    #POSTVტრანსფერები
    აუუ ნეტა მართლა დაითრიონ ძაან კლასნია თან შესრულებაქქ ძაან მაგარი ფორვარდზეც შეუძლიაყომარი და ორივე ფლაგნზეც ❤❤💫💫

  • NEYBarca
    schedule 26 ნოე 2021, 23:24

    ამას 25-ამდე აქ კონტრაქტი და არანაკლებ 40-ს მოგვიხევს სიტი და თუ მაგდენის ერთი ადგილი აქვთ მაგ ფასში ადიემი იყიდონ, უფრო პერსპექტიულია.

  • M10 S9 D11
    schedule 26 ნოე 2021, 23:14

    ვაა ფერანი გაასწორებდა ბარსაში

  • Albicelecte
    schedule 26 ნოე 2021, 23:03

    გნიდაა პეპი, იცის, რომ ლაპორტას ფული არა აქვს barca-6