“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, “ვილიარეალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ვილიარეალი” უფრო შემტევი გუნდია, ვიდრე “ესპანიოლი” ან “ბენფიკა”. მათ ბურთის კონტროლი მოსწონთ, პრესინგს თამაშობენ და პატარა ზომის მოედანი აქვთ, რომელზე თამაშიც რთული იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის გუნდზე ვსაუბრობთ, რომელსაც ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, უნაი ემერი წვრთნის.
დაცვა კარგად გამოგვდის, რაც მიხარია. მოედანზე ბევრ ორთაბრძოლას ვიგებთ, ეს კი ფეხბურთელების თავდადებაზე მეტყველებს. “ბარსა” შეტევაში უფრო გაბედული უნდა გახდეს. ხანდახან უფრო თამამი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ვფიქრობ, ეს პრობლემა იმიტომ გვექმნება, რომ გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.
მინდა, რომ ირგვლივ ის ადამიანები მყავდეს, რომლებსაც სრულად ვენდობი. რიკარდ პრუნას “ბარსელონაში” მუშაობა ამისთვის აუცილებელია. ის საუკეთესო ექიმია, რომელიც კლუბს ჰყოლია მას შემდეგ, რაც მე აქ თამაში დავიწყე.
ანსუ ფატიმ სირბილი დაიწყო და თავს კარგად გრძნობს. მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ყველაფერი თამაშის წინ მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი “ბაიერნთან” თამაშისთვის რისკზე წასვლა – ახლახანს, დემბელემ, რომელიც თამაშისთვის 100%-ით მზად არ იყო, მოედანზე გასასვლელად ტიტანური შრომა გასწია, თუმცა, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გვინდა, რომ ანსუ კიდევ ერთხელ დავკარგოთ.
ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. “ვილიარეალი” ძლიერი გუნდი და ჩვენი უშუალო კონკურენტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ. სატურნირო მდგომარეობა ამას მოითხოვს.
გუნდის ახლანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. პრობლემები ძირითადად წინა ხაზზე გვაქვს და მათი გადაჭრისთვის მუდმივად ვმუშაობთ. “ბარსელონას” ბურთით უფრო ეფექტური თამაში სჭირდება, რასაც გარკვეულწილად უკვე ვახერხებთ, თუმცა მთავარია ტემპი 90 წუთის განმავლობაში შევინარჩუნოთ.
რიკი პუჩი ძალიან ნიჭიერია და მას შეუძლია, ისეთივე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს, როგორებიც გავი, ნიკო და დე იონგი არიან. მასზე იმედებს ვამყარებთ.
დემბელე ჩემი პროექტისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ამაზე უკვე ვესაუბრე და მითხრა, რომ აქ თავს ბედნიერად გრძნობს.
ვაპირებთ თუ არა არტურ კაბრალის დამატებას? ვარაუდები ყოველთვის ჩნდება, მაგრამ კონკრეტულ სახელებზე ყოველდღე ვერ ვილაპარაკებთ. ვნახოთ, გავძლიერდებით თუ არა ახლო მომავალში. “ბარსელონას” ფორვარდს სივრცეების გამოყენება, გუნდური თამაში და აქტიურად შეტევა უნდა შეეძლოს, რადგან ჩვენ თითქმის მუდმივად მეტოქის ნახევარზე ვართ.
უმტიტი და ლანგლე? ორივე ძალიან კარგად თამაშობს. ამ პოზიციაზე ყველა ყოველთვის ვერ ითამაშებს, თუმცა შანსი ყველას ხშირად მიეცემა. ლანგლემ “ბენფიკასთან” იმიტომ ითამაშა, რომ კონკრეტულად ამ მატჩისთვის საჭირო თვისებები ჰქონდა.
რომელი ნახევარმცველი მგავს ყველაზე მეტად? თითქმის ყველა მათგანი შემტევი ტიპის ფეხბურთელია, რომლებსაც საჯარიმოსთან მიახლოება და გოლების გატანა შეუძლიათ. მე მათი მსგავსი სისწრაფე და ძალა არ მქონდა. ყველაზე მეტად ბუსკეტსი მგავს, რომელსაც მოედანზე ყველაფერი ესმის. მე სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობდი.
მნიშვნელოვანია, რომ დემბელეს ჩვენი თამაშის სტილი და კრიტიკულ მომენტებში გადაწყვეტილების მიღება ვასწავლოთ. ფეხბურთელების ინდივიდუალური მომზადება გუნდს ძალიან გამოადგება.
“მანჩესტერის” რომელი ფეხბურთელი მაინტერესებს? თავად კანტონა. ცუდია, რომ მას ახლა ვერ შევიძენთ. ვნახოთ, რა მოხდება ზამთარში.
მიხარია, რომ რონალდ არაუხო გვყავს. მას კარგი ხასიათი აქვს და დადებითი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, დაცვაში თამაშიც კარგად გამოსდის. ზოგადად, ყველა მცველით კმაყოფილი ვარ.
– განაცხადა ჩავიმ.




გოგოებს ვუყუროთ დღეს, თამაში 9 საათზე იწყება,
"ჩემთვის ფრენკი დე იონგი დიდებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მას შეუძლია, მნიშვნელოვანი ეპოქის ნაწილი იყოს. არსებულ სიტუაციას შევაფასებთ, მაგრამ მე ფრენკი მომწონს"
როცა ჩავი ამას ამბობს…
გასაშვები:
ვაგე, მანაი, კოლადო, პიანიჩი, ტრინკაო, გრიზმანი, ნეტუ, მინგეზა, ლენგლე, უმტიტი, პუჩი, რობერტო, ფ.დეიონგი, ბრაიტვაიტი, ლ.დეიონგი, დემბელე ტრაორე
მოსაყვანი:
კრისტენსენი/კესიე უფასოდ
მარჯვენა მცველი – აზპილიკუეტა
ცენტრ. მცველი – პაუტორესი
მარცხენა მცველი – გაია
მარჯვენა ვინგერი – ოიარზაბალი
ფორვარდი – ნუნიესი
ტერ შტეგენი
დესტი-არაუხო-გარსია-ალბა
ნიკო-ბუსკეტსი-დე იონგი
დემირი-დეპაი-გავი
"მნიშვნელოვანია, რომ დემბელეს ჩვენი თამაშის სტილი და კრიტიკულ მომენტებში გადაწყვეტილების მიღება ვასწავლოთ."
თითქმის 5 წელია ბარსაში აგდია ეს გონებაჩლუნგი და ეხლა უნდა ასწავლოს ჩავიმ თამაში.
პარავდა კი არა ხელიდან გლიჯავდა და მერე გიჟივით გარბოდა ხოლმე. ეგეთი ოინი ჩვენმა, თბილისის დინამოს მასაჟისტმაც გააკეთა 1981 წლის ფინალის შემდეგ დიუსელდორფში. ზუსტად ისე გამოსტაცა და ისე გაიქცა.
კიი ზაქრო თელია ! დიუსელდორფში მასაჟისტიც ეგ იყო ექიმიც და ყველაფერი ერთად მე "რბილად " დავწერე
პარავდა კი არა ხელიდან გლიჯავდა და მერე გიჟივით გარბოდა ხოლმე. ეგეთი ოინი ჩვენმა, თბილისის დინამოს მასაჟისტმაც გააკეთა 1981 წლის ფინალის შემდეგ დიუსელდორფში. ზუსტად ისე გამოსტაცა და ისე გაიქცა.
ჯერ არ ეშლება…
კაცი (რიკარდო პრუნა ექიმი) გუნდში მუშაობდა 25 ! წელიწადი თქვენ წარმოგიდგენიათ 25 წელი კაცი ბარსაში იყო ! და სლეებმა გაუშვეს
ბართომეუ თავდაყირა უნდა დაკიდო კაცმა
ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება ეგეთი ოღონდ ის SELESAO- ს (ბრაზილიის ნაკრები) მასაჟისტი (გვარად ამერიგო) იყო 24 წელიწადი (აი ის მოგებული ბრაზილიის მოგებული ფინალების შემდეგ მსაჯებს ბურთს რომ პარავდა
)
აუცილებელად მოსაგებია მარა არამგონია რომ გოლი მაინც გაიტანონ. ამ გუნდს გამტანი არ ყავს და სხვა პოზიციებიც ვერ აკომპენსირებს შეტევის არარსებობას.
ვიგებთ ამა თამაშს,ძაან მაინტერესებს შავი მალდინი როგორ ითამაშებს😂
უმტიტი ათამაშოს რაა,მაგრად მაინტერესებს რას იზაამს🥶
არაუხო ცხოველიშეაააა,ტრამვებს მოუკლოს და საუკეთესო გახდება
როგორი დასტოინია ჩავი. მჯერა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს ბარსაში, ამ სეზონში თუარა მომავალ სეზონებში უეჭველი
❤️
ალბათ მაგიტო არ რისკავდა დემბელე საჯარიმოში შესვლას და მცველებთან ახლოს თამაშს დავალებული ექნებოდა ხავისგან რომ არ გაერისკა