workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენფიკასთან მატჩამდე იუსუფ დემირის რაპიდში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო

ბენფიკასთან მატჩამდე იუსუფ დემირის რაპიდში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილი იყო

ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, თუ იუსუფ დემირი “ბარსელონას” მაისურით 20 მატჩში მოედანზე მინიმუმ 45 წუთს გაატარებს, კლუბი ვალდებული იქნება, იგი 10 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

წყაროს ცნობით, “კადისისა” და “გრანადასთან” შეხვედრის შემდეგ, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” 18 წლის ავსტრიელს არ შეიძენდნენ, თუმცა, “ბენფიკასთან” კარგი თამაშის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

“ბარსამ” ახალგაზრდა შემტევი გასულ ზაფხულში, ვენის “რაპიდიდან” იჯარით აიყვანა. მიმდინარე სეზონში მან 8 მატჩი ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 26 ნოე 2021, 21:27

    ცოტაც დააკვირდნენ, ამხელა სხვაობას არ უნდა აჩვენებდეს თამაშებში.

  • Bakero
    schedule 26 ნოე 2021, 11:37

    ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი ! ეს ბიჭი არის გარედან მოსული ანუ " ლამასიელი " არ არის ! ბარსელონას გრიზმანი და კოუტინიო ვერ მოერგნენ ეხლა არ დაიწყოთ "სიბრძნეების " წერა არასწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ და ასე შემდეგ ! ფეხბურთელში რომ 145 მილიონს იხდი და შენს ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერია კარში რომ დააყენო იქაც უნდა ითამაშოს ან მეორე სუპერ ვარსკვლავი კიდევ ლა ლიგაში თამაშის უზარმაზარი გამოცდილებით გრიზმანი ! ჯდება ბარსელონას რომელიმე სათამაშო სქემაში ???! ჰოდა ეს ბიჭი (დემირი) ჯერ რომელი საფეხბურთო ქვეყანა ავსტრიაა :)))))))) (ერთი ჰანს კრანკლი მახსოვს ისიც დენიკინის დროს) და მერე ამას რო თხოვთ ეგრევე უმაღლესი დონის დადებას კოუტინიომ და გრიზმანმა რომელმა ითამაშა უმაღლეს დონეზე ?!

  • frenkie dejong21
    schedule 26 ნოე 2021, 02:46

    ეს ბიჭი ვინგერი აშკარად არ არის
    სისწრაფეც არ აქვს ვინგერის შესაბამისი

    პრესეზონზე რო შემტევ ნახევარმცველად ათამაშეს მაშინ იყო ყველაზე კარგი

  • Albicelecte
    schedule 26 ნოე 2021, 01:11

    ჩავი ახალი მოსულია, კარგი ისაა, რომ ხანგძლივი გეგმა აქვს და რაკი მიწასთან გასწორებული გუნდი ჩაიბარა, წნეხი ნაკლებად ექნება
    დაკიდევ ის, რომ მაქსიმალურად მოსთხოვს ნებისმიერს,. რომ ბოლომდე დაიხარჯოს

  • Pirat❤️💙
    schedule 26 ნოე 2021, 00:54

    არღირს მგონი ამაში 10 მილიონის გადახდა ჯობია ხვიჩა დაითრიონ მაგფასად კი გამოიშვებენ😂

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 26 ნოე 2021, 00:10

    მოუმატებს მოუმატებს. 10 მილიონზე ნამდვილად ღირს ფსონის დადება

  • rivaldo80
    schedule 25 ნოე 2021, 23:45

    აქვს ამას პოტენციალი და კუმანმა დალპო ბავშვი სკამზე

  • Barca for life
    schedule 25 ნოე 2021, 22:43

    შეიძლება რამე გამოვიდეს ამისგან მარა ახლა ტელიოს და მუნირის დონემდეც კი შორსაა. ორჯერ გაისროლა ლამაზად და თურმე საქმე გაუკეთებია, დანარჩენი რა გააკეთა უაზრო ფაფხურის და ბურთის დაკარგვა-უკან პასის გარდა?! პრესეზონზე აშკარად კარგი ბიჭი ჩანდა, მაგრამ ახლა თითქოს იმის ნახევარიც აღარაა. ყოველშემთხვევაში ამ უთავდამსხმელობის ჟამს დრო უნდა მიეცეს და ვნახოთ თუ განვითარდება.
    ერთადერთი ის ტეხავს რომ აგერ გვყავდა კოლიადო და უაზროდ მოთრეული დემირი და ლ. დეიონგი ამჯობინეს თორე დარწმუნებული ვარ დღეს გავის, ნიკოს, არაუხოს და სხვა ტალანტების გვერდით იდგებოდა, ბოლოს და ბოლოს ეზალზულს და აკომაჩს ათამაშებენ. აი მსგავსი არაპროფესიონალიზმი და დაუფასებლობა არც მახსენდება.