დღეს, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა გავის აგენტთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, “ბარსამ” 17 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელს ნათლად აუხსნა, რომ კლუბს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება და ანაზღაურების გაზრდა სურს.
როგორც ცნობილია, მალე მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა შედგება, რომელზეც ხელშეკრულების ვადაზე, ანაზღაურებასა და სხვა ფორმალურ საკითხებზე იმსჯელებენ, რომლებიც აქამდე არ განუხილავთ. ასე რომ, პროცესი დიდხანს გაგრძელდება.
MD-ს ცნობით, ლონდონის “ჩელსი” და სხვა გრანდები გავის სიტუაციას აკვირდებიან, თუმცა ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” თავს კარგად გრძნობს და პირველი გუნდის მატჩებზეა კონცენტრირებულია.
გავის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.



azulgerana,
რა კვერცხი ვიღაცა ხარ რო იცოდე
დააბრუნოს რა ნინიას ბაღია?
ნახევარდაცვაში დააბრუნონ ეს კაცი
გამოსასყიდ 50 მილიონს ლაპორტა 0 მიუმატებს და მერე ორზე გაამრავლებს.
ოქრო ხარ გავი ოქრო
golden boy 💫
ისეთ ასაკში არიან ეს , პედრი და ნიკო რომ თუ მაგარი ფეხბურთელები დადგენ 15 წელი მინიმუმ მაინც გვეყოლებიან❤❤
სასწრაფოდ პედრისთან შეთამაშება და ჩვენი ნახ დაცვა 10 წელი უპრობლენიდ გაუწევენ ღირსეულ წინააღმდეგიბას გრანდებს როგორც ხავი და ინის დროს იყო🙃აქეთ ხავი იქეთ ენრიკე არ იზარმაცონ და სუპერ ბიჭები დადგებიან.
ხავის იდეები უკვე ნათლად გამოჩნდა ამ 2 თამაში.ლაპორტას ჩემგან მოკითხვა ზაფხულშივე რო არ მოიყვანა ხავი🙂
ძაან კლასნია, ყველა ახალგაზრდას ეს აჯობებს
გავის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება. მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.
და ალბათ გონიათ რო ამდენი დარჩება და იმიტომ ინტერესდებიან ჩელსი და სხვა გრანდები.