29 წლის ალჟირელი თავდამსხმელი, ბაღდად ბუნეჯა, “ბარსელონაში” არ ითამაშებს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში არსებული პრობლემის მოგვარება ჩავის “ალ სადის” შემტევით სურს, თუმცა As ამ ცნობას უარყოფს.
მადრიდული გამოცემა, ჩავის გარემოცვაზე დაყრდნობით, წერს, რომ 41 წლის სპეციალისტი “ალ სადის” მიმართ არსებული პატივისცემის გამო, ყოფილი კლუბის ფეხბურთელს არ გაიფორმებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში ბუნეჯას ანგარიშზე 17 გოლი და 5 ასისტია. Transfermarkt მას 6 მილიონ ევროდ აფასებს.



იასნა აბა რა ბაღდად ბუნეჯა და კამბოჯა კიდე
ისე კაი ძლიერი ჩანს აღნაგობით, 20 თამაშში 17 გოლი? გრიზმანის ოცნება იქნებოდა.
ვიცოდი ჭორი რომ იქნებოდა