ცნობილი გახდა, რომ გერმანიის რეგიონ ბავარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიღებული ახალი რეგულაციების გამო “ბაიერნისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.
ადგილობრივ მაცხოვრებლებისთვის ღამის 10 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა შეზღუდული იქნება, შეხვედრა კი 9 საათზე უნდა დაიწყოს.
“ბაიერნი” და “ბარსა” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, 8 დეკემბერს (თბილისის დროით 9 დეკემბერს, 00:00 საათიდან) შეხვდებიან. E ჯგუფის სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მატჩს ინტრიგა არ ჰქონდეს: ცუდი სტარტის მიუხედავად, კატალონიელებს მე-5 ტურში “ბენფიკასთან” გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული ექნებათ.




მთავარი თამაში ბენფიკასთანაა ბენფიკას უნდა მოვუგოთ
0:3 ტექნიკური?! კუმანის ხელში კი იქნებოდა გამართლებული, ბავარიას სტატისტიკა გაუფუჭდებოდა უბრალოდ… 6:1, 7:1 მლოდინში რომ არიან, ლევანდოვსკი რომ ჰეთთრიკზე ილესავს კბილებს და ამ დროს "რაღაც" ტექნიკური 3:0 რომ უწევთ დაკმაყოფილება
ფეხბურთელები თუ დაგვიბრუნდნენ თამაშის მოგებაზე ფიქრი შეიძლება
ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს საქმეს
ბარემ საერთოდ უარი თქვან თამაშზე და წაგება ჩაეთვალოთ, მაგათთვის სულერთია ჩვენ კი პლეი ოფში გავალთ?