workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამ დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა |  El Chiringuito TV

ბარსამ დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა | El Chiringuito TV

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსა” ფრენკი დე იონგის პერფორმანსით უკმაყოფილოა და, შესაძლოა, ის კლუბმა ზაფხულში გაუშვას.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაყიდვით “ბლაუგრანა” ფინანსური მდგომარეობის დარეგულირებას შეძლებს,.

Sport აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შემდეგ რამეს წერს:

“ბარსა” დე იონგს ყოველთვის ენდობოდა და კლუბი მას ხედავს, როგორც მოთამაშეს, რომელიც შეცდომებზე სწავლობს და რომლისგანაც, ყველა საუკეთესო შედეგს მოელის. 
თუ ასე არ მოხდა და მან იმედები გააცრუა, შესაძლოა, “ბლაუგრანამ” ის ივნისში გაყიდოს და ფინანსური კრიზისი დააბალანსოს.

ფრენკის შესახებ ცნობები El Chiringuito TV-ის ეთერშიც გაჟღერდა:

“ბარსას” ფული სჭირდება და, იმის გამო, რომ ნახევარდაცვაში კლუბს გავი, ნიკო, პედრი და ბუსკეტსი ჰყავს, დე იონგის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.

El Chiringuito TV-ის მიხედვით, ფრენკისათვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე “მანჩესტერ სიტი” იმყოფება.

ჯერჯერობით, სხვა წყაროები არაფერს წერენ, შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე გადაჭრით ვერც იმას ვიტყვით, რომ მართალია და ვერც იმას, რომ ტყუილია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • La Pulga10
    schedule 16 ნოე 2021, 22:51

    ჰო აბა რობერტო დატოვეთ,უმტიტიც,ლენგლეც,კოუტინიოც,დემბელეც,ნეტოც და ლუკ დეიონგიც და გაუშვით პედრი,ფერენკი,დეპაი,არაუხო რაში გვჭირდებიან.მე როგორც მახსოვს ჩავის მაგრად ევასება ფრენკი ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი,რიჟა ბაზარი მგონია,თან კულეა ტოო.

  • LM10TheLegend
    schedule 16 ნოე 2021, 22:39

    არ ვიცი შეიძლება მართალია ნიკო, გავი, პედრი, დე იონგი უნდა ავირჩიოთ მხოლოდ სამი…

  • Albicelecte
    schedule 16 ნოე 2021, 22:39

    75 ლიმონი, ამას დამატებული კოუში რამდენიმე ლიმონი (თუ ნიუკასლმა მოინდომა)
    და ახალგაზრდებით მოხოდავს გუნდს ჩავი, ბუსი და რობერტო ეყოლება გამოცდილები
    პედრის და გავის რაც შეეხება, ფურია როხას წევრები არიან და ძირითადს თამაშობს ორივე, ამიტომ ლაწირაკებსა და ღლაპებს ვერ ვუწოდებთ

  • JasoN
    schedule 16 ნოე 2021, 22:09

    ისეთი სიცრუეა რო დამწერსაც კი უკვირს რა მაგრად მოვიგონეო

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 16 ნოე 2021, 22:07

    გამაგიჟებთ რა 😀 ჰო ეს გაყიდეთ 40 წლის ბუსკეცი დავიტოვოთ ნიკო და რობერტო აი პოლიტიკა 😀 😀 😀

  • nika 54
    schedule 16 ნოე 2021, 21:34

    აბა რა გააგდეთ. მთავარია კოუტინიო გვყავს და ზაფხულში პიანიჩიც დაგვიბრუნდება.

  • Barca_MNS
    schedule 16 ნოე 2021, 21:20

    ციტატა: ♠️spookify♠️
    Aq bevri tyuils ro uwodebt arc aris gasakviri ro eg gaketdes,ase moxda tures dros,arc wag igia da didi shansia ar wavagot axlac,nico chaibarebs mag posts da fuli zevidan shemova…prosta isaa ro uzomod mevaseba es oxeri da minda chventan iyos,ai guardiola amas aqcevda n1-ad da echvi maq an mand wava an psg-shi tu wavida….


    ულაპარაკოდ. პეპის ხელში სასწაული იქნოდა ეს, სხვა ვერავინ გამოიყენებს ისე როგორც პეპი

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 ნოე 2021, 20:39

    გუნდში იმდენი პრობლემაა და იმდენი ნაგავი ფეხბურთელებია გასაშვები რომ ფრენკის გაშვებაზე საუბარი ჯერ არ ღირს, თან ჩავის ხელში ვნახავთ რას ითამაშებს, თუ ვერ გაქახა გასაყიდი იქნება და არც დიდი ტეაგედია არ იქნება ჩვენთვის რადგანაც გუნდში მაგისი შემცვლელები ბლომად გვყავს

  • Davita
    schedule 16 ნოე 2021, 20:11

    გასაყიდია თუ კარგად გადაიხდიან. არაფერი განსაკუთრებული არაა, დაჟე ბუსკეცსაც ვერ უწევს კონკურენციას

  • Soxa
    schedule 16 ნოე 2021, 19:55

    მაშ მტყუვნის დედა მოვს**ან

  • Iniesta_8
    schedule 16 ნოე 2021, 19:53

    ხავის ხელშიც თუ ვერაფერი ქნა გასაშვებია. ფასი კარგი აქვს და კლუბს წაადგება ამ კრიზისში. არ დაიწყოთ ახლა ნიჭიერია და ამის გაშვება როგორ შეიძლებაო, თუ თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებს ბარსასთვისაც და დე იონგისთვისაც ჯობია წავიდეს. ასეთი კალიბრის მოთამაშე რომ ხარ გავის და ნიკოს არ უნდა გადარებდნენ.

  • Norman Bates
    schedule 16 ნოე 2021, 19:34

    კოუტინიო გყავდეს გუნდში და დე იონგის გაშვებაზე ფიქრობდე 😅

  • Andria
    schedule 16 ნოე 2021, 19:32

    ეს ტიკ-ტაკ კაცის არხი არარიი :დდდ. რამხელა აბსურდია დეიონგზე გაშვების დაშვება ტიპს რა პოტენციალი აქვს ყველამ იცის და უკვე შემდგარიცაა უბრალოდ ფეხბურთელს მწვრთნელები ეხმარებიან განვითარებაში და … დეიონგთან მენახირე სეტიენი იყო და კუმანი კიდე დაცვაში შეტევაში ყველგან იყო არიცოდა სად ეთამაშებინა. დარწმუნებული ვარ ჩავი ძააან მოხოდავს არამარტო ფრენკის არამედ ყველა ახალგაზრდას ამიტომ ჩაიჯვან რა ამ მადრიდის სატელიტებმა ;(((

  • Tsitsi
    schedule 16 ნოე 2021, 19:30

    ციტატა: M10 S9 D11
    ტყუილზე ტყუილია ეს ნიუსი


    ბოლომდე წაიკითხე?

  • M10 S9 D11
    schedule 16 ნოე 2021, 19:28

    ტყუილზე ტყუილია ეს ნიუსი