“ბარსელონას” ბანაკში პოზიტიური სიახლეა – ფეხბურთელები ლაზარეთს აქტიურად ტოვებენ.
Cope-ს ინფორმაციით, დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში პედრიმა და სერჟი რობერტომ განაახლეს. გუშინ ვარჯიშს ჟერარ პიკეც დაუბრუნდა.
წყაროს თანახმად, აღნიშნული ფეხბურთელების მიზანი 20 ნოემბერს, “ესპანიოლთან” მატჩისთვის დაბრუნებაა, რომელიც ჩავი ერნანდესისთვის “ბარსას” მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იქნება.
მოსალოდნელია, რომ კატალონიური დერბისთვის “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ჯამში 7 მოთამაშე დაუბრუნდებათ.





ცოტა ფერი დაბრუნებია თორემ გოლუმს გავდა 18 წლის ბიჭი
პედრია თუ ნარმანია? :დ
7 თუ დაუბრუნდებათ 4 ყავდა და კი შეიკრა გუნდი