ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და ფეხბურთელი ალვარო მორატა (“იუვეს” შემტევი პედრისაც ახსენებს) “ბარსელონას” ტალანტზე, გავიზე საუბრობენ.
ლუის ენრიკე:
გავის “ბარსაში” დიდი სათამაშო დრო აქვს. ასევე, მან თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ბევრი ითამაშა. ჩვენთან პაბლო ცენტრში იასპარეზებს. ფიზიკურად ის შესანიშნავად გამოიყურება.
ალვარო მორატა:
როცა მე 17 წლის ვიყავი, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში მიჭირდა. თუმცა, პედრი და გავი 32 წლის ფეხბურთელივით თამაშობენ – ეს გასაოცარია! გავის ვკითხე, სად ცხოვრობდა, მან კი მიპასუხა: “ლა მასიაში”.
მათ წარმოუდგენელი ტექნიკა აქვთ. პედრიმ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა, გავის თამაში კი ერთა ლიგაზე იტალიასთან ვნახე და ვერ დავიჯერე, რომ ეს მატჩი მისთვის სადებიუტო იყო.




მოკლედ ჩვენს გარდა ყველას მოსწონს ჩვენი ახალგაზრდები, საინტერესოა.
გავის უფრო მეიმედება მომავალში, ვიდრე პედრის. თუმცა ვნახოთ, დრო ყველაფრს იტყვის.
გავი, პედრი და ნიკო, სამივე უნიჭიერესები არიან, მგონი უკლასნესი ცენტრი ეყოლება მალე ამათი სახით ბარსასაც და ესპანეთის ნაკრებსაც❤❤
პედრი-გავი-დე იონგის ტრიო უნდა შექმნას ჩავიმ ცენტრში. ბურთი 80%-ით მაგათი უნდა იყოს.
თვალი როგადაავლოთ არცერთ კლუბს არაქვს პოტენციურად ჩვენზე უკეთესი მომავალი, ახალგაზრდობა მეტიც მაგის ნახევარიც კი არყავთ ;))