“ლაიფციგის” ესპანელი ნახევარმცველი, დანი ოლმო სანაკრებო მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე “ბარსელონაზეც” საუბრობს:
ჩავის დაბრუნება:
ბედნიერი ვარ, რომ ჩავი “ბარსაში” დაბრუნდა. ის ფეხბურთის ეტალონია.
“ბარსელონაში” თამაშის შესაძლებლობა:
ამჟამად ეროვნულ ნაკრებსა და საბერძნეთთან მატჩზე ვარ კონცენტრირებული. სხვა ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
ფატის ტრავმა:
ეს საწყენია. ანსუ მენტალურად ძლიერია და იცის, რთული პერიოდი როგორ დაძლიოს. ფატის დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახლა კი მორიგი სირთულის დაძლევის დროა, თუმცა მას ხელს ვერაფერი შეუშლის, უფრო ძლიერი დაბრუნდეს.
პედრი:
ამ დონის მოთამაშის გვერდით თამაში ძალიან მარტივია. საწყენია, რომ ტრავმები მას თამაშის საშუალებას არ აძლევს.
პედრისთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და ის ოპტიმისტურად გამოიყურება. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
დანი ოლმო “ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა. კლუბი მის დამატებას იანვარში შეეცდება.




ბედნიერი ვარ, ცოტა გადაჭარბებული ხომ არაა?! ჩავის დაბრუნებით მოხარული ვარო, რომ გეთქვა უფრო ჯობდა.
ძალიან გთხოვთ ამიხსენით:
თუ ლაპორტა ამბობს რომ ალვეშს 1 ევროდაც ვერ დავარეგისტრირებთო, (ასევე თქვა მესიზეც), მაშინ როგორ აპირებენ სხვა, ხავის მოთხოვნილი მოთამაშეების ყიდვას – თუნდაც ოლმოს როგორ იყიდიან, იქით კოლიადოა დარჩენილი კიდევ ჰაერში..გაყიდვით ვერავის ყიდიან, ეს "ხარახურები" არსად არ წავლენ, აგერ ნახავთ, კონტრაქტს ამოწურავენ ბოლომდე..სულ არ ადარდებთ სკამს გახეხავენ თუ ითამაშებენ, ხელფასი ხომ აქვთ!
აი დემბელესავით უნდა გაუწერონ სახელფასო გრაფიკი ყველას და თვითონვე გაიკრიფებიან..
რა უსაშველოა ყველაფერი ბარსაში ვერ გავიგე..ვინ დაალაგებს გუნდს?! არცერთი აღარ დათანხმდება ხელფასის კიდევ შემცირებას..გაღორებულები არიან. რა უნდა ქნან, თან ისეთი მკვდარი სულები ზიან სკამზე რომ ჩუქებითაც არ იჩუქებს არავინ. სად, და რაშია გამოსავალი???
გერმანიაში რომ მიდიოდა, ესე იგი ზარმაცი და უდისციპლინო არაა
ევროპაზე ძალიან მომეწონა ამისი თამაში, მანამდე ახალაგაზრდულიც რომ მოიგეს, ნაკრების უპირობო ლიდერი იყო
საჭირო კაცია ნაკრების უცვლელი წევრია და ჩვენი დნმს ფეხბურთელია ფლანგზეც შეუძლია თამაში და სწრაფად ანაწილებს პასებს.ამ ევროპაზე ერთერთი საუკეთესო იყოო
რა უხარია ჩავი რო გაწვრთნის? იცის უკვე რა რეჟიმში მოუწევს ვარჯიშები.