“ბარსელონას” რომ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, ეს სიახლე არავისთვისაა. კატალონიური გუნდის ლაზარეთში ერთდროულად 10 ფეხბურთელია. თუმცა მოსალოდნელია, რომ 7 მათგანი გუნდს მალე დაუბრუნდება და “ესპანიოლთან” 20 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის ჩავის განკარგულებაში იქნება.
Mundo Depirtivo-ს ცნობით, სანაკრებო პაუზის დროს “ბარსელონას” ლაზარეთს სერჟინიო დესტი, ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო, ერიკ გარსია, ნიკო გონსალესი, პედრი და ნეტუ დატოვებენ.
დემბელეს საკითხი გაურკვეველია, ხოლო ფატი, აგუერო და ბრეითუეიტი ჯერ ვერ დაბრუნდებიან.




არ დაადგა ამ ლაზარეთს საშველი. რა სასტავი გაუძლებს, ალბათ მინიმუმ ორი გუნდი გვინდა და აქედან ერთი სათადარიგოსთვის.