workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ანსუ ფატი და ერიკ გარსია ტრავმირებულები არიან

ოფიციალურად: ანსუ ფატი და ერიკ გარსია ტრავმირებულები არიან

ვიგოს “სელტასთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, ანსუ ფატიმ და ერიკ გარსიამ მოედანი ნაადრევად დატოვეს.

კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხსენებული მოთამაშეები ტრავმირებულები არიან. ფატის მარცხენა ბარძაყის დაზიანება აქვს, გარსიას კი მარჯვენა წვივის დისკომფორტი აღენიშნება.

ორივე მათგანს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომლებიც ტრავმების სიმძიმეს განსაზღვრავს.

ფატიმ დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მოახერხა. სამწუხაროდ, კატალონიელებმა სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 1 ქულას დასჯერდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 16:26

    ესენი გრაფიკს არ არღვევენ, ყოველ თამაშში მინიმუმ ერთი-ორი ფეხბურთელი იტრავმება.

  • me da barca
    schedule 07 ნოე 2021, 02:33

    იმედია გაყრიან ამ ექიმებს თუ ვინც არიან.
    არცერთ გუნდში არ ხდება ის, რაც ბარსაში ხდება ტრავმების მხრივ.

  • KING_BARCA
    schedule 07 ნოე 2021, 01:03

    ეს დემბელეზე უარეს დღეში იქნება…

  • Iniesta_8
    schedule 07 ნოე 2021, 00:19

    კაროჩე ამ ბავშვს არ დასცალდა თამაში თორე ბარსას ყველა შემტევს უკვე ჯობია. დაცვა და ნახევარდაცვა სამარხვინოა, 3 ბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ეს ბიჟუანიც მაგარი ქვეშაფსიაა, მთელი ტაიმი დროის გასაყვანად ითამაშა და მაინც ჩაისვარა. როჟებმა 4 ყვითელი ბარათი მიიღეს ბოლო 8 წუთში და ტემპი მაინც ვერ დააგდეს. ძაან საცოდავები არიან.

  • Andria
    schedule 07 ნოე 2021, 00:18

    მადლობა ღმერთს მარცხენა ფეხის ბარძაყის და არა მარცხენა ფეხის მუხლის დაზიანება ანსუ მალე დაბრუნდი. სამედიცინო შტაბი აუცილებლად შეიცვლება <<ცენზურის დარღვევა>> არაა ჩავი

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 ნოე 2021, 00:16

    დავიტანჯე ეს რაარი რა, კიდევ კარგი ჩავი გამოცვლუს სამედიცინო და ფიზ მომზადების შტებს თორემ დავიტანჯე პროსტა

  • riva
    schedule 07 ნოე 2021, 00:12

    როგორ შეიძლება ყველა მატჩში ვინმე იმტვრეოდეს და ზოგში 2-3 ერთად? ნიკოც გაიტრავმა…

    როგორ შეიძლება ყველა მატჩში ვინმე იმტვრეოდეს და ზოგში 2-3 ერთად? ნიკოც გაიტრავმა…

  • La Pulga10
    schedule 07 ნოე 2021, 00:09

    კაია ჩავის სამედიცინო შტაბს,რომ ცვლის.