ჩავის დღევანდელი საგა თანდათან დასასრულს უახლოვდება. ყველა მხარე დარწმუნებულია, რომ “ბარსელონა” მთავარ მწვრთნელს დღის ბოლომდე გაიფორმებს, თუმცა მოულოდნელი ფინანსური ვალდებულების დაფარვის ზუსტი გზა ჯერ ცნობილი არ არის.
თავდაპირველად, “ბარსამ” კონტრაქტის გამოსასყიდად 5 მილიონი ევროს გადახდის მოთხოვნა საერთოდ უარყო, რამდენიმე საათის წინ კი ყატარულ პრესაში დაიწერა, რომ ამ თანხას “ალ სადი” ჩავი ერნანდესის ჯიბიდან მიიღებდა, რაც 41 წლის სპეციალისტის მხრიდან რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი მშობლიური გუნდის დახმარებისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
მალევე, ესპანურმა გამოცემებმა ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ “ბარსელონა” და ჩავი ყატარელებთან მოლაპარაკებებს კონტრაქტის უსასყიდლოდ გაწყვეტის სურვილით აგრძელებდნენ.
ამ დროისთვის ბოლო ვერსია ასეთია: “ალ სადი” მოთხოვნაზე უარს არ ამბობს, “ბარსას” და ჩავი კი გადასახადს თანაბრად გაინაწილებენ. ინფორმაცია Diario AS-ს ეკუთვნის. ეს ნაბიჯი ყველასთვის მისაღებია და დიდი ალბათობით შეთანხმება ოფიციალურად მალე დადასტურდება.




მაგარი უნამუსოები ყოფილან, ეს ფულის მეშოკები.
გამოსასყიდს ხო იხდის, ხელფასს ხო იკლებს და იმ კუანამ მეო ნაწყენი ვარო და სულ ცალ ფეხზე მკიდია რა კრიზისშიც ხართო.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაადეკვატურ განცხადებებს მაინც არ მოვისმენთ ხალხნო, ეს უკვე დიდი პლუსია.
ძალიან ბევრი წარმატება ჩავის!
დარწმუნებული ვარ გუნდს მოხოდავს და დიდებას დაგვიბრუნებს!
მთავარია ლამაზი ფეხბურთი დააბრუნო ჩავი და შედეგები თავისით მოვა!
მომწონს შენი კომენტარების კითხვა. 👍
კაცი ჯერ მოსული არაა და უკვე მორალური თვალსაზრისით კუმანს გადაუჯოკრა.
გამოსასყიდს ხო იხდის, ხელფასს ხო იკლებს და იმ კუანამ მეო ნაწყენი ვარო და სულ ცალ ფეხზე მკიდია რა კრიზისშიც ხართო.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაადეკვატურ განცხადებებს მაინც არ მოვისმენთ ხალხნო, ეს უკვე დიდი პლუსია.
ძალიან ბევრი წარმატება ჩავის!
დარწმუნებული ვარ გუნდს მოხოდავს და დიდებას დაგვიბრუნებს!
მთავარია ლამაზი ფეხბურთი დააბრუნო ჩავი და შედეგები თავისით მოვა!
მთლად არ წახდეს ბარსელონა !
ტიპები რა მათხოვრები გახდნენ აზრზე ხართ? იმენა მათხოვრების გუნდია
მაგ 5 ლიმონს, გავსებულო კამპ ნოუ ამოიღებს,ეგ არაფერი.
არაუშავს, დაგვადგეს როგორმე საშველი და არ დარჩება ბარსელონა არავის ვალში, მითუმეტეს 2.5 მილიონის… პროსტო ალსაიდია თუ რაღაც ზღმურტლი დემებლე, მაგ სიჟმოტის განო სამომავლო თანამშრომლობის ნაცვლად უნდა შესვა ბაჯაღლოს გეგნხოლენზე..