უკვე რამდენიმე დღეა, ჟერარ პიკე დისკომფორტს გრძნობს, გუშინ კი ტკივილი უფრო შემაწუხებელი გახდა. Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პიკეს დაზიანება ისევ იმ ადგილას აქვს, სადაც წინა სეზონში ჰქონდა.
წინა სეზონში მიღებული ანალოგური ტრავმის გამო “ბარსელონას” ცენტრალურ მცველს 4 თვის გამოტოვება მოუწია. ჯერჯერობით ცნობილი არაა, არის თუ არა ახლანდელი ტრავმა შედარებით მსუბუქი.
მიგელი ირწმუნება, რომ პიკესთვის კიევის “დინამოსთან” თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იქნება. იგივე წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მის გარდა “ბარსას” პედრი, სერჟი რობერტო, ფრენკი დე იონგი, რონალდ არაუხო და სერხიო აგუერო არ ეყოლება (ფატისა და დემბელეს თამაში საეჭვოა).
“ბარსელონამ” პიკეს ტრავმა ოფიციალურად დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ დაადასტურა, თუმცა კლუბი დაბრუნების სავარაუდო თარიღს არ ასახელებს.




მე მგონი კიევსაც ვერ მოვუგებთ, დიდი ეჭვი მაქვს. გავსებულ კამპ ნოუზე ძლივს მოვუგეთ 1-0 და გადავსებულ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოვუგებთ, ცხოველებივით რო შეგვესევიან და თუ ვინმეა დარჩენილი იმათაც დაგვიტრავმავენ.
მემგონი აბდე გახდება ლიდერი გუნდის დდდ
დაასრულოს კარიერა, უდიდესი რეგრესი განიცადა და ფიზიკურადაც ძაან მოკლებული აქვს. სანამ საერთოდ კადისის დონეზე დაეცა ჯობია მანამდე თავისი ფეხით წავიდეს.
ესეც კიდევ ერთი კარგი ამბავი ჯერ აგუეროს პრობლემა რომელზეც არაფერი იწერება,ახლა ეს, უვარგისი მედპერსონალის ხელში ვინ იცის როდის გამოჯანმრთელდება გინდა ეს და გინდა პედრი,არაუხო,დე იონგი,ფატი და დემბელე.