ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, მოახლოებული მატჩებისთვის “სელესაოს” შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში “ბარსელონას” ერთი ფეხბურთელი – ფილიპე კოუტინიო მოხვდა.
23-კაციან სიაში მოხვდა მარჯვენა მცველი ემერსონიც, რომელმაც “ბარსა” ზაფხულში დატოვა (კლუბის გადაწყვეტილებით) და “ტოტენჰემს” შეუერთდა.
სრული განაცხადი ასეთია: ალისონი, ედერსონი, შაპეკო; დანილო, ემერსონი, ალექს სანდრო, რენან ლოდი, მილიტაო, ვერისიმო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა; კაზემირო, ფაბინიო, ფრედი, ჟერსონი, პაკეტა, კოუტინიო; ანტონი, ფირმინო, ჟეზუსი, კუნია, ნეიმარი, რაფინია დიასი.
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს 12 ნოემბერს კოლუმბიის (თბილისის დროით 04:30) საათზე, ხოლო 17 ნოემბერს არგენტინის წინააღმდეგ (03:30) გამართავს.
ფილიპე კოუტინიომ ეროვნული გუნდის მაისურით ბოლოს გასული წლის ოქტომბერში ითამაშა. სულ, მის ანგარიშზე 63 მატჩი და 18 გოლია.
ალისონი
ემერსონი-მარკინიოსი-ტიაგო სილვა-ალექს სანდრო
ფრედი-ფაბინიო-კოუტინიო
ანტონი/ფირმინო-ჟესუსი-ნეიმარი
ვნახოთ რას იზამს ნაკრებში.. ისე ლივერპულის კოუს რომ განვითარება გაეგრძელებინა დღეს top 10 ში თავისუფლად შევიყვანდი, წარმომიდგენია რა ფეხბურთელი დადგებიდა😒..
ისე ბრაზილიას რამხელა კონკურენცია აქვს ედერსონსა და ალისონს შორის, ორივე უმაღლესი კლასისაა
ნუ ეხლა ამანაც თუ დაგლიჯა ნაკრებში და არვიცი რა. სად არის ჩვენი საშველი, ვითომ კარგი ფეხბურთელები ნაკრებში და სრული ბარდაკი კლუბში.