რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ ჩავი ერნანდესის დანიშვნა მოიაზრება. ეჭვი არავის ეპარება, რომ მალე “მაესტრო” “ბარსას” თავკაცი გახდება, თუმცა თავად ესპანელმა საკუთარ მომავალზე საუბარს თავს აარიდა და სტანდარტული კომენტარით შემოიფარგლა:
– ჩავის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს და თან იტყობინება, რომ საბოლოო დეტალებს “ბარსასა” და ერნანდესი პირადად მოაგვარებენ და შეთანხმება მალე შედგება.
ცნობისთვის, “ალ სადი” 41 წლის სპეციალისტს უკომპენსაციოდ შეელევა, თუმცა ერთი პირობით – ჩავი კლუბში 3 ნოემბრამდე უნდა დარჩეს, რისი შესრულებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩავის დანიშვნამდე, “ბარსელონას” დროებითი მწვრთნელი სერჟი ბარჟუანი იქნება.




ალბათ ალ სადსაც დასჭირდება დრო ახალი მწვრთნელის საპოვნელად, ისე კუმანი არ უნდათ? წესით თუ მწვრთნელი თუ ახალ გუნდს დროულად პოულობს მას კომპენსაცია არ ეკუთვნის, ან ძალიან მცირე.
ე ბიჭო, შობეთ რაა!..
ეს სეზონი ლიგის ზონაში დაგვასრულებინე რამენაირად და მომავალი სეზონიდან შეუბერე მაესტრო
3 ნოემბერი აგერ მაზეგ თუ ცოტა იქეთ არაა?! ანუ ყველაფერი წესრიგშია
ამ გუნდით მინიმუმ ნიჩიაზე როგორ არ უნდა გეთქმაშაო რაიოსთან და ბენფიკასთან
ხო აბა სხვა რა უნდა ეთქვა.. მითუმეტეს 3 ნოემბრამდე მინიმუმ მანდ იქნება და იმას ხომ არ იტყოდა მივდივარ და ერთი თქვენი დედაცო.. ეს ის კომენტარია რაც წესიერ მწვრთნელ უნდა გაეკეთებინა, ამჟამად თუნდაც რამოდენიმე დღით ალ საადის მწვრთნელია და გუნდზე უნდა ფოკუსირდეს.. მაინც ყველა გზა ბარსაში მიდის მისთვის
სწორია.არა ბიჭო მივდივარ,აბა ჰეო იტყოდა.სანამ გარკვეული არაა ყველაფერი,მანამ ვერფაერს იტყვის.