workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელემ, შესაძლოა, ელ კლასიკოში ითამაშოს | AS

დემბელემ, შესაძლოა, ელ კლასიკოში ითამაშოს | AS

“ბარსელონას” ფრანგი გარემარბის, უსმან დემბელეს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის, შესაძლოა, “ელ კლასიკოში” დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

წყაროს თანახმად, წინასწარი გათვლებით, 24 წლის ფეხბურთელი თამაშს, გუნდთან ერთად 10-15 ვარჯიშის ჩატარების შემდეგ შეძლებდა, სამშაბათს კი დემბელე მე-13 გუნდურ ვარჯიშს გამართავს, ამიტომ გამორიცხული არაა, ის მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდეს და 10-15 წუთი ითამაშოს კიდეც. მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას ფრანგის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებს.

დემბელესგან განსხვავებით, “რეალთან” პედრისა და რონალდ არაუხოს თამაში გამორიცხულია. AS-ის ცნობით, გონსალესის დაბრუნება 30 ოქტომბერს, “ალავესთან” იგეგმება, ურუგვაელი უკანახაზელი კი, სავარაუდოდ, კიდევ 3 კვირა იუქმებს და, საუკეთესო შემთხვევაში, 2 ნოემბერს, კიევის “დინამოსთან” დაპირისპირებისთვის გამოჯანმრთელდება.

დემბელემ ტრავმა, დაახლოებით, 4 თვის წინ მიიღო და მას შემდეგ 12 შეხვედრა გამოტოვა. პედრი 30 სექტემბერს, “ბენფიკასთან” შეხვედრაში დაშავდა, არაუხომ კი დაზიანება არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 21 ოქტ 2021, 18:11

    ათამაშონ და ან მოკვდეს ან დარჩეს. ეს მაინც უფასოდ უნდა აითესოს და დალეწონ მაინც და ისე გაუშვან.

  • El pistolero 9
    schedule 21 ოქტ 2021, 02:11

    ისე ცაცია შემტევებში მაგრად გვიჭირს. მარტო ეს და დემირი თამაშობენ მარჯვენა ფლანგზე. კოლიადოც ითამაშებდა კუმანი რომ არა. მე პირადად აიაქსის ნერეში ან ანტონი მინდა ამ პოზიციისთვის.

  • M10 S9 D11
    schedule 20 ოქტ 2021, 20:30

    მოგვიგია და ეგაა

  • Bola
    schedule 20 ოქტ 2021, 19:24

    არ გვინდა კაცო გაწიე იქეთ. ეს არცაა ბარსელონას ფეხბურთელი. დავიწყებული მაქვს ხოლმე მე და ასე სტატიებით მახსენდება მერე. დაიკიდეთ ეს