“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კიევის “დინამოსთან” ხვალინდელი მნიშვნელოვანი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გასულ სეზონში ვითამაშეთ და ამ გუნდს კარგად ვიცნობთ. ჩემპიონთა ლიგაზე ეს გადამწყვეტი მატჩია. ლიგაზე ბოლო 2 შეხვედრის წაგების შემდეგ უნდა მოვიგოთ.
უნდა გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გავზარდოთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
ვცდილობთ, ყოველი თამაშისთვის რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. გვინდა, რომ ფეხბურთელების ფიზიკური მომზადებისა და მზადყოფნის გათვალისწინებით საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა შევარჩიოთ.
ვიცი, რომ კლუბი ფატისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. ეს ჩვენთვის შესანიშნავი სიახლეა, რადგან იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც “ბარსას” მომავლის შექმნა შეუძლია.
1/4-ფინალზე, 1/2-ფინალსა და ფინალზე საუბრის დრო არაა. ახლა მთავარი ხვალინდელი თამაშის მოგებაა.
დანი ალვესის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. არ ვიცი, განიხილა თუ არა კლუბმა ეს საკითხი. უკეთესია, ამაზე არ ვისაუბრო.
თანდათან წინ მივიწევთ. ვფიქრობ, “ვალენსიას” წინააღმდეგ ბოლო მატჩში ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ეს ის დონეა, რასაც ფეხბურთელებისგან ვითხოვთ.
ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია.
გუნდში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებიც ახალგაზრდებისთვის სამაგალითოები არიან. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ფეხბურთელებს დიდ მატჩებში თამაშის გამოცდილება აქვთ. ისინი ასევე ნაკრებებში გამოდიან.
ფატი 7 დღეში 3 თამაშს ვერ ჩაატარებს. ასე რომ, მხოლოდ იმაზე ვიფიქრებთ, რაც მისთვის და გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტია.
როდესაც მწვრთნელი ხარ, მოდუნების საშუალება არ გაქვს. ეს ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული.
ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო თამაშია, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელის ფიზიკურ მდგომარეობაზე ვიფიქრებთ.
კოუტინიო დიდი ხანი ტრავმირებული იყო და იგი ფიზიკურად უნდა გაუმჯობესდეს. მას შესანიშნავი თვისებები აქვს.

ტერ შტეგენი
დესტი-მინგესა-პიკე-ალბა
დე იონგი-ბუსკეტსი-რობერტო
გავი-დეპაი-ანსუ ფატი
დინამო კიევს თუ ორივე იგრა მოვუგეთ და ბენფიკასაც სახლში, ამავდროულად ბაიერნი ორივე იგრას მოუგებს ბენფიკას მაშინ გავდივართ ჯგუფიდან დაჟე ბოლო ტური იქნება ფორმალობა
უნდა გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გავზარდოთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გაზარდო? ზრდიან მოცემულობას, შენ კი 0 ქულა გაქვს, რამდენიც გინდა ზარდო ნოლი ნოლია. გეთქვა მაინც პირველი ქულები ავიღოთო. გავზარდოთო, გეგონება 6 ქულა ქონდეს.
სამწუხაროდ ჩავრჩებით ჯგუფში
"ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია."- ზამთარშივე გააფსი გუნდიდან , რა კუილაა ტიპი. ჯგუფიდან თუ გავედით ძაგლს დაგიდგამთ. ენრიკემ იტალია-საფრანგეთს ვინებით ეთამაშა არაფერი დაუთმია ,ეს ჯგუფიდან გასვლას გვამადლის