“ბარსელონას” ისტორიაში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო- ლაპორტას დირექტორთა საბჭომ გენერალური ასამბლეა გამართა.
სხდომაზე, რომელსაც 576 წევრი ესწრებოდა, 8 მუხლი და 2 დროებითი დადგენილება განიხილეს.
შედეგად, გაირკვა, რომ კლუბის ამჟამინდელი ვალი 1,350 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება:
- დანაკარგები – 481 მილიონი ევრო
- პანდემიით გამოწვეული დანაკარგები – 92 მილიონი ევრო
- სამართლებლივი დანაკარგები – 451 მილიონი ევრო
- სასამართლო სარჩელები – 400 მილიონი ევრო
კლუბის წევრებმა 20/21 ფინანსური წლის ბიუჯეტი ოფიციალურად დაამტკიცეს: მას წევრთა 89%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 5%-მა, – საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.
გასული სეზონის გარდა, დამტკიცდა 2021/22 ფინანსური წლის ბიუჯეტიც: მას წევრთა 94%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 2%-მა, – საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.


ანუ გვეშველა აწი? მოვიყვანთ ახალ წელს ჰოლანდს?