workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას მიმდინარე სეზონში მთლიანი შემადგენლობის 63% ტრავმირებული ჰყავდა

ბარსელონას მიმდინარე სეზონში მთლიანი შემადგენლობის 63% ტრავმირებული ჰყავდა

2021/22 წლების სეზონში, ტრავმიანობა “ბარსელონას” ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებად იქცა – Marca-ს ცნობით, “ბარსას” მიმდინარე სეზონში 17 დაზიანებული ფეხბურთელი ჰყავდა, რაც გუნდის მთლიანი შემადგენლობის 63%-ს წარმოადგენს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ეს ტრავმების კრიზისზე მიუთითებს, რაც, ჯერჯერობით, რონალდ კუმანის გამართლების მთავარი საბაბია.

მიმდინარე სეზონში, “ბლაუგრანას” ფეხბურთელებში ყველაზე ხშირი, კუნთის დაზიანებაა.

2021/22 წლებში ლაზარეთში მყოფ მოთამაშეთა სია შემდეგნაირად გამოიყურება: გავი, ანსუ ფატი, მარტინ ბრეითუეიტი, ჟორდი ალბა, ალეხანდრო ბალდე, ნიკო გონსალესი, ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო, კლემან ლანგლე, ოსკარ მინგესა, ჟერარ პიკე, პედრი, სერჟი რობერტო, ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე და სერხიო აგუერო.

აღსანიშნავია, რომ ფატი, კოუტინიო, აგუერო და დემბელე სეზონს ტრავმირებულნი შეხვდნენ, მათგან კი 2021/22 წლების გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, ამ დროისთვის, მხოლოდ ანსუმ და ფილიპემ შეძლეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 18:26
    #6

    არც რეალს არა აქვს საქმე უკეთესად, თავიანთი დემბელე უმტიტები იქაც საკმარისია, მაგრამ თამაშის ხარისხზე რაღაც არ ისახება. ბოლო სამ თამაშში გვიხმარეს.

  • me da barca
    schedule 16 ოქტ 2021, 17:25
    #5

    არ ვივცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ეს, რომ მართლა საბაბია კუმანისთვის ამას ვეთანხმები.

  • El pistolero 9
    schedule 16 ოქტ 2021, 10:03
    #4

    ფიზ მომზადების შტაბიც და სამედიცინო პერსონალიც გამოსაცვლელია!!!

  • El Guaje
    schedule 16 ოქტ 2021, 03:31
    #3

    ყველაზე მეტადბრაითვეიტი დაგვაკლდა

  • Albicelecte
    schedule 16 ოქტ 2021, 00:32
    #2

    სამედიცინო შტაბი კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ როდესაც ჯანმრთელად იყვნენ, არც მაშინ მოუწყვეტია ზოგიერთს ვარსკვლავები… +100 ლიმონიან ხალხს ვგულისხმობ barca-6

  • ნოე
    schedule 16 ოქტ 2021, 00:07
    #1

    წინა სეზონშიც ასე იყო ამათ სამედიცინო შტაბს მაგარი გაქნეული აქვთ