workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იმედი მაქვს, აქ კიდევ დიდხანს დავრჩები” – პედრიმ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“იმედი მაქვს, აქ კიდევ დიდხანს დავრჩები” – პედრიმ ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ბარსელონასა” და პედრი გონსალესის შეთანხმებამ დღეს ოფიციალური ფორმა მიიღო: 18 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2026 წლამდე ექნება, კლუბის ოფისში ხელი მოაწერა. 

ახალგაზრდა ნახევარმცველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და “ბარსას” აქამდე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსა” ძალიან მომწონს. ამაყი ვარ იმით, რომ მათ ჩემზე ფსონი დადეს და გუნდში იმის იმედით მომიყვანეს, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება სიგიჟეა. 
გულშემატკივრების გარეშე თამაში დიდი გამოწვევა იყო. რა თქმა უნდა, მირჩევნია, “კამპ ნოუ” ყოველთვის სავსე იყოს. ფანების დაბრუნების შემდეგ მოედანზე პირველად გასვლამ ძალიან მასიამოვნა. 
მადლობელი ვარ, რომ მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი მომცა. ასეთი შესაძლებლობები ყველაზე კარგი რამეა, რაც შეიძლება, ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერაში მოხდეს. კუმანი პირველივე დღიდან მაგრძნობინებდა, რომ ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავს, რის გამოც მოხარული ვარ. 
“ბარსელონა” მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია და ჩვენ დავბრუნდებით. ახალი კონტრაქტი 2026 წლამდე გავაფორმე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ მრავალ წელს გავატარებ. 
ბუსკეტსის, ფრენკისა და გავის გვერდით თამაში ძალიან ადვილია. ასეთი გუნდით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. 
ოქროს ბურთი? ვფიქრობ, მის მოგებას მესი იმსახურებს. 

– განაცხადა პედრიმ. 

როგორც ცნობილია, გონსალესის გამოსასყიდი თანხა დღეიდან 1 მილიარდი ევრო იქნება.

ესპანელი ფეხბურთელი “ბარსელონას” 2020 წლის ზაფხულში “ლას პალმასიდან” შეუერთდა. მისი პირველი სეზონი ძალიან წარმატებული გამოვიდა – პედრი რონალდ კუმანის გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა, ჩემპიონთა ლიგის სეზონის აღმოჩენათა შორის მოხვდა, ევროპის ჩემპიონატზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. წელს, ის ოქროს ბურთის 30 ფინალისტს შორისაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2021, 19:25

    თუ გამოსასყიდი 1 მილიარდი გახდა, მაშინ ნაღდად მოუმატებს თამაშს.

  • Albicelecte
    schedule 15 ოქტ 2021, 18:14

    ციტატა: El pistolero 9
    ნახ. დაცვაში აიწია კონკურენციამ. გავი არავის არაფერს დაუთმობს. პუჩი მაგრად მეცოდება და იმედია წესიერ მწვრთნელს მოუყვანენ რომელიც აღნაგობის გამო სკამზე არ დაალპობს.


    კაკრაზ წესიერი და კრეატიული მწვრთნელი გამოიყენებს კარგად რიკის;
    გავიც მებრძოლია, ეგეც და პედრიც… ნიკო-ფრენკი 2 საყრდენი, რომელიც სათამასო დროს გაიყოფენ, საჭიროების შემთხვევაში ფრენკის ოდნავ წინ და გვერდზეც გადაწევს
    5-6 მაღალი კლასის შუახაზელი აუცილებელია, ტრამვები, გადაღლა, ბარათები… ათასი რისკია

  • El pistolero 9
    schedule 15 ოქტ 2021, 16:54

    ნახ. დაცვაში აიწია კონკურენციამ. გავი არავის არაფერს დაუთმობს. პუჩი მაგრად მეცოდება და იმედია წესიერ მწვრთნელს მოუყვანენ რომელიც აღნაგობის გამო სკამზე არ დაალპობს.