workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეკორდული გამოსასყიდი თანხა – ანტიშეიხური პუნქტი პედრის კონტრაქტში

რეკორდული გამოსასყიდი თანხა – ანტიშეიხური პუნქტი პედრის კონტრაქტში

ყველაზე სანდო წყაროების ინფორმაციით, პედრი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი, არც მეტი, არც ნაკლები, 1 მილიარდი ევრო იქნება, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული ოდენობაა.

Goal España-ს ჟურნალისტი, რუბენ ურია აღინშულ პუნქტს “ანტიშეიხურს” უწოდებს, რაშიც იმას გულისხმობს, რომ “პარი სენ-ჟერმენისთვის”, “მანჩესტერ სიტისთვის”, “ნიუკასლისა” და არაბი შეიხების მფლობელობაში მყოფი სხვა გუნდებისთვის, პედრის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. თუ რომელიმე კლუბი გონსალესის ხელში ჩაგდებას მოისურვებს, მას ყველანაირი სატრანსფერო რეკორდის დამხობა მოუწევს, თუმცა ამან შესაძლოა ფინანსურ Fair Play-ს დარღვევაც გამოიწვიოს. 

“ბლაუგრანა” პედრისთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ პარასკევს გამოაცხადებს, რის შემდეგაც ფეხბურთელი პრესკონფერენციას გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Barca_MNS
    schedule 14 ოქტ 2021, 03:22

    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    Barca_MNS,
    ჯერ ტრანსფერზე არაა და ვინმე ვერ შეთავაზება პატარავ და მერე თუ კლუბის ჩარევის გატეშე დაიწყებს პედრისთან მოლაპარაკებას 1 მილიარდის გადახდა დაჭირდებათ 😉


    რა აგრესიული ხარ და წარმოდგენაც არ გაქ რა ხდება ბაზარზე დავიჯერო? ან როგორ გგონია ყველა ფერხბურთელი ვინც გაიყიდა ტრანსფერზე იყო გაყვანილი?🤣🤣🤣 აი მაგალითად ლუკაკუ ჩელსიმ იყიდა წელს ინტერმა რაო? 🤣 არ მყავს ტრანსფერზეო და ხმა არ გვაიგო თქვენიო? პესი გიყვარს?

  • RiquiPuig
    schedule 14 ოქტ 2021, 00:20

    ციტატა: Davita
    ლაპორტამ სულ ფაუბერა? ნეტა ვინმე 200 ლმ გადაიხდიდეს და საჩუქრად რობერტოც მიცენ 😀😀


    ისე ლაპარაკობ თითქოს შენ ჯიბეში შემოვა 200 მილიონი ან პესის კარიერას თამაშობ.პედრის დონის ტალანტი სანატრელია გუნდებში

  • Davita
    schedule 13 ოქტ 2021, 21:29

    ლაპორტამ სულ ფაუბერა? ნეტა ვინმე 200 ლმ გადაიხდიდეს და საჩუქრად რობერტოც მიცენ 😀😀

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2021, 21:13

    თუ რომელიმე კლუბი გონსალესის ხელში ჩაგდებას მოისურვებს, მას ყველანაირი სატრანსფერო რეკორდის დამხობა მოუწევს, თუმცა ამან შესაძლოა ფინანსურ Fair Play-ს დარღვევაც გამოიწვიოს.
    შესაძლოა კი არა 100% დარღვევა იქნება, მაგრამ მეეჭვება ამაში მაგის მეოთხედი შემოგვთავაზონ.

  • Barca_MNS
    schedule 13 ოქტ 2021, 18:52

    ეჰ. 200 მილიონი რო შემ9გვთავაზონ არ შეელ3ვიან? სისულელე პუნქტია ნახეთ რეალში ასენსიოს. 200 წლი ბენზემასაც მაგდენიავთ გამოსასყიდი