რამდენიმე კვირის წინ, “ბარსელონადან” რონალდ კუმანის გაშვება პრაქტიკულად გადაწყვეტილი გვეგონა და მის შემცვლელზე საუბარიც აქტიურად მიმდინარეობდა. ნიდერლანდლის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად კი ანდრეა პირლო სახელდებოდა. “ბლაუგრანასთან” დაკავშირებულ ცნობებს იტალიელის აგენტი, ტინტი გამოეხმაურა და კატალონიურ კლუბთან კავშირი უარყო:
გავრცელებული ცნობებით, პირლო ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატი იყო. მოგვიანებით პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს.
ანდრეა პირლოს პროფესიონალურ დონეზე მწვრთნელობის ერთწლიანი გამოცდილება აქვს – ის 2020/21 წლების სეზონში “იუვენტუსს” ხელმძღვანელობდა, თუმცა წარუმატებელი მუშაობის შემდეგ, ტურინულმა გრანდმა სეზონის ბოლოს 42 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან გაუშვა.



ეტყობა პირლო ყველაზე იაფი უჯდებოდა ლაპორტას და იმიტომ სთავაზობდა ადგილს, სხვანაირად არ მესმის რა ჯანდაბად უნდოდა პირლო, როცა ჩავი მზათ არის მოსასვლელად და პირლოსთან შედარებით მწვრთნელობის სტაჟიც მეტი აქვს.
კუმანსაც უმეტესობა პატივს ცემდა ბარსაში მისი თამაშიდან გამომდინარე, მაგრამ მოვიდა მწვრთნელად და მისი მწვრთნელობიდან გამომდინარე დედის გლანდები დააფარეს თავზე და სამართლიანადაც. ეს გაითვალისწინე ანდრეა.
აი ტენ ჰაგზე რო დაიწერა ლაპორტა შეუთანხმდა ზაფხულში გადმოსვლაზეო ნეტა მართალი იყოოს