“ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და ამ ინფორმაციას უკვე არაერთი სპორტული გამოცემა და ჟურნალისტი ადასტურებს, მათ შორის ფაბრიციო რომანოც. “ბარსელონა” ოფიციალურ განცხადებას პარასკევს გამოაქვეყნებს. ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე პედრი პრესკონფერენციასაც გამართავს. მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობად 1 მილიარდი ევრო იქნება განსაზღვრული.
პედრი “ბლაუგრანას” 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა, მან რონალდ კუმანის ნდობა პირველივე ვარჯიშებზე მოიპოვა და ერთი წლის შემდეგ, იგი “ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა შორისაა.




იცით რა მაინტერესებს?
ვთქვათ ვინმემ გადაიხადა გამოსასყიდი თანხა, მაგრამ თუ თვითონ ფეხბურთელს
დარჩენა უნდა, მაინც ვალდებულია წავიდეს? როგორ არის ვეღარ გავიგე..
ნეიმარს თვითონ უნდოდა წასვლა თუ იძულებული გახდა?
აი ხო რამდენია გამოსასყიდი მაგრამ ნიუკასლს მაინც შეუძლია გამოსყიდვა🤣🤣
1 მილიარდი ცოტაა, ვინმემ არ აგვახიოს.
მერე არ ეშინია ლაპორტას, პსჟ-მ რო გადაიხადოს ეგ მილიარდი?