workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა და ინიაკი პენია იჯარაზე მუშაობენ

ბარსელონა და ინიაკი პენია იჯარაზე მუშაობენ

კატალონიური Sport “ბარსელონას” ახალგაზრდა მეკარის, ინიაკი პენიას სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები “ბარსას” ხელმძღვანელებთან ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ პენიამ იანვრიდან ახალ გუნდში ითამაშოს. 22 წლის კიპერს, რომელიც რონალდ კუმანის გუნდის განაცხადში ხშირად ხვდება, თუმცა სათამაშო დროს ვერ იღებს, მეტი პრაქტიკა სჭირდება. 

პენიას მსურველები უკვე ჰყავს: კონკრეტული კლუბები ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ ვარიანტები ლა ლიგიდანაა. საუბარი, სავარაუდოდ, 6-თვიან იჯარაზეა. 

ინიაკის განათხოვრება წინა ზაფხულშიც იგეგმებოდა, ამას კი ხელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმამ შეუშალა – “ბარსას” მთავარ მწვრთნელს არ სურდა, სეზონის სტარტზე მხოლოდ ნეტუს იმედად დარჩენილიყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2021, 18:33

    ნეტა ფანტასტიკურ ფილმებში, რომ ხდება ისე იყოს. 5 წლით დავიძინებდი და იმედია უკეთეს საქართველოში გავიღვიძებდი, თან ფეხზე დამდგარი, ძლიერი ბარსა დამხვდებოდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 ოქტ 2021, 17:12

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: MeMpiS..
    კარგია პრაქტიკას თუ შეიძენს, იმედია კარგი მეკარე დადგება ამისგან თორე ნეტუს ვყიდით და შტეგოს რეგრესი აქვს… ისე ტენასიც კარგი მეკარეა.


    რეგრესი რანაირადააქ რომელი ბურთი აიღოს ეს დებილები ყოველთვის ერთი ეთზე ტოვებენ 🤦


    ისეთ ხოდზე ვეღარაა როგორც ადრე, ბენფიკასთან რა გააკეთა საერთოდ კინაღამ გოლი გავუშვით მაგრამ ძელს გაარტყა იმ ბრუციანმა, ხეტაფემ რომ შეგვიგდე მაგის აღება შეეძლო მაგრამ ცუდი პოზიცია დაიჭირა, გრანადასთანაც რომ გავუშვით უნდა მოეგერიებინა მუჭით ჩაწოდება.. რათქმაუნდა მცველების ბრალი უფრო არის მაგრამ უკეთეს ფორმაშიც მახსოვს შტეგო, ამის მიუხედავად მეკარე ყველაზე ნაკლები პრობლემაა რადგან შევა ფორმაში (თუ არ დაიტრამვა)

  • Don_Andresito
    schedule 09 ოქტ 2021, 15:16

    ვინ ათამაშებს, სადაც არ უნდა წავიდეს მაგრად უნდა გაუარდეს მამარდაშვილივით და უნდა დაიმტვრეს მინიმუმ 2 მეკარე ისე ვინ გითამაშებს ბარსას მეკარეს რა სისულელეა. არ კიდიათ? ყველას თავისი ყავს. ლა ლიგის ვერც ერთ გუნდში ვერ იქნება პირველი მეკარე

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 ოქტ 2021, 14:20

    კარგია პრაქტიკას თუ შეიძენს, იმედია კარგი მეკარე დადგება ამისგან თორე ნეტუს ვყიდით და შტეგოს რეგრესი აქვს… ისე ტენასიც კარგი მეკარეა.

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 14:09

    ისე ჯდომას სადმე წავიდეს დროებით ნამდვილად ჯობს