“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლებმა სექტემბრის თვის საუკეთესო გოლი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი ხმა “ლევანტეს” კარში ანსუ ფატის შედეგიანმა დარტყმამ მოიპოვა, რომელიც კატალონიური კლუბის ახალი 10-იანისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებიდან პირველი იყო.
თვის გოლეადორთა სამეულში ფატისთან ერთად რონალდ არაუხო (“გრანადას” კარში) და ლუკ დე იონგიც (“ლევანტეს” წინააღმდეგ) მოხვდნენ.




ფაქტიურად 3-ში ერთი ყოფილა ასარჩევი.
სექტემბრის თვეში ჩატარდა 3 მატჩი და გავიდა 4 გოლი ბარსას მხრიდან, 1 გრანადას კარში და 3 ლევანტეს, კადისის კარში 0. მოკლედ ურთულესი იყო ამ 4 გოლიდან საუკეთესოს ამორჩევა. აქედან სამეულში არაუხო და ლუკ სლე იონგიც მოხვდა. დეპაის პენალტიც შეგეყვანათ ბარემ. ვაი თქვენს პატრონს სამარცხვინოებო.