workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი იტალიასთან მატჩის წინ: მოედანზე საბრძოლველად გავალთ

სერხიო ბუსკეტსი იტალიასთან მატჩის წინ: მოედანზე საბრძოლველად გავალთ

დღეს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, ესპანეთის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, სერხიო ბუსკეტსი აღნიშნული მატჩის წინ საუბრობს:

ტურნირზე 4 დიდებული გუნდია – ამას გამოწვევად ვიღებთ. “სკუადრა აძურასთან” შეხვედრაზე ვართ ფოკუსირებულნი, ისინი მოქმედი ევროპის ჩემპიონები არიან.
როცა ვთამაშობთ, ფანებისა და ქალაქების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.
ევრო 2020-ზე ასპარეზობა შესანიშნავი გამოცდილება იყო, ახლა კი ერთა ლიგის ნახევარფინალში, 4 ბრწყინვალე ნაკრებთან ერთად ვართ. ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების დონე ძალიან მაღალია, რაც სტანდარტული უნდა იყოს.
ჩვენი მიზანი, მუდამ მაქსიმუმის მიღებაა. ამ ნაკრებთან ერთად აქ ყოფნა დიდებული გრძნობა და დიდი მოტივაცია გახლავთ. მოედანზე იტალიასთან საბრძოლველად გავალთ და ვიმედოვნებ, ფინალში გავაღწევთ.
იტალიელები საგრძნობლად გაუმჯობესდნენ. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ, რის შემდეგაც განვითარება განაგრძეს. დღევანდელი მატჩი ძალიან რთული იქნება.

ზემოხსენებული შეხვედრის პირდაპირ რაპორტაჟს, რომელიც თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, სილქ უნივერსალი და Silksport.ge წარმოგიდგენთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 17:21

    ციტატა: azulgerana
    მე მგონია რომ ისევ ჩაიჯვავს ბუსკეცი


    კაია რო არ ჩაი-ჯ-ვა!

  • azulgerana
    schedule 06 ოქტ 2021, 22:35

    მე მგონია რომ ისევ ჩაიჯვავს ბუსკეცი

  • NEYBarca
    schedule 06 ოქტ 2021, 21:50

    პირდაპირ სასტარტოში უხევია გავი იმჩემისას :დ მგონი პედრის გზას ადგას გავიც 🙁

  • me da barca
    schedule 06 ოქტ 2021, 21:46

    🇮🇹 1:0 🇪🇸