დღეს გავიგეთ, რომ პედრი გონსალესი ისევ ტრავმირებულია და ხვალ, “ატლეტიკოსთან” მატჩში “ბარსელონას” ვერ დაეხმარება. კატალონიური გუნდის შემადგენლობის უცვლელი წევრი მიმდინარე სეზონში დაზიანების გამო უკვე მე-4 შეხვედრას გამოტოვებს.
18 წლის ნახევარმცველმა ახლახანს “ბარსას” გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მინდორზე გასვლას მალე ისევ მოახერხებს.
ძალიან ცუდია, რომ ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მივიღებ.
ახლა ჩემს თანაგუნდელებს ვუქომაგებ და ვეცდები, მოედანზე დაბრუნება და მათი დახმარება რაც შეიძლება მალე შევძლო.
ახლა ჩემს თანაგუნდელებს ვუქომაგებ და ვეცდები, მოედანზე დაბრუნება და მათი დახმარება რაც შეიძლება მალე შევძლო.
– დაწერა პედრიმ.
ოფიციალური ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა დაზიანება მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რა დრო დასჭირდება მას გამოჯანმრთელებისთვის.




რა უცებ ბიჭო, მოიშუშე ეგ ტრამვა და სანამ არ მორჩები იჯექი დემბელესთან ერთად.
მალე დაბრუნებას, რომ ცდილობ იმიტომ ხარ ახლა ამ დღეში.
ახალგამოჯანმრთელებული პედრის ეგრევე ძირითადში შეტენვაც ამოუხსნელი ფენომენია……
პედრი, ხმა ამოიღე და თქვი, რომ გადამწვარ-გამოფიტული ხარ და დასვენება გჭირდება! მაგრამ თვითონაც ჯიუტი ხარ, რა გინდოდა ოლიმპიადაზე???
ეს ენრიკე კიდევ ეხლა ფატის მიადგა, ესეც რომ ლაზარეთში შეაბრუნოს მოსაკლავი იქნება..
ამ ბიჭის გამეორებული ტრამვა კუმანის კისერზეა ტიპმა ბოლომდე დედა მოუ@@ნა ამ ბავშვს ელემენტარულს ვერ მიხვდა რო ზოგჯერ მაინც დაესვენებინა 18 წლის ბავშვი 🙂
ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია უბრალოდ 18 წლის ბიჭისთვი სსეზონში 80 თამაშის ჩატარება არის უაზროდ დიდი ციფრი და წარმოუდგენელი შეილება ითქვას. 🙂 80 თამაშს ხალხი კარიერის პიკში ვერ თამაშობს და ამ ბიჭმა 18 წლის ასაკში ითამაშა ერთ სეზონში 🙂 ძალიან მაგარი ბიჭია მარა გადამწვარი და გამოფიტულია ამას დასვენება უნდა ცოტა და მოიხოდება მაგრად ისევ. შენ კი მეგობარო ამ ბიჭს თუ ნიჭიერებას ვერ ამჩნევ ალბათ ან არ გინახავს მისი თამაში ან არ დაკვირვებიხარ 🙂