workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სიახლე ფეხბურთელების კონტრაქტებთან დაკავშირებით – რობერტოსთან ბოლო შეხვედრა ორშაბათს შედგება

სიახლე ფეხბურთელების კონტრაქტებთან დაკავშირებით – რობერტოსთან ბოლო შეხვედრა ორშაბათს შედგება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, მატეო მორეტო “ბარსელონას” ოთხი ფეხბურთელის: სერჟი რობერტოს, ანსუ ფატის, პედრისა და უსმან დემბელეს კონტრაქტების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს.

  • მომდევნო ორშაბათს “ბარსას” მესამე კაპიტანთან ბოლო შეხვედრა შედგება, რათა ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. ტონი ჟუანმარტი ამატებს, რომ ვერბალურად შეთანხმებულ და კონტრაქტში გაწერილ პირობებს შორის მცირე გადაცდომა იყო, რამაც მოლაპარაკებები გააჭიანურა.
  • პედრი ახალ ხელშეკრულებას ოქტომბრის პირველ ან მეორე კვირაში გააფორმებს.
  • ანსუ ფატის “ბარსელონაში” დარჩენა სურს – მასთან შეთანხმება პრობლემა არ იქნება.
  • “ბლაუგრანას” დემბელესთან მიმართებაში სიფრთხილე მართებს – ფრანგთან შეთანხმების მიღწევამდე კიდევ ბევრი დარჩა, მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ზემოხსენებულ ოთხივე ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 26 სექ 2021, 13:47

    ეგება არ უნდა და გაუშვით, იპოვოს უკეთესი გუნდი. ხელფასების უწყისს მაინც შევამსუბუქებთ იმდენი ნახევარმცველი გვყავს თავდამსხმელი ვეღარ მოგვყავს, დაცვაში მაინც უვარგისია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 26 სექ 2021, 09:16

    nikusha,
    რუდიგრზე ვამბობდი ჯერ კიდევ გრანადასთან მატჩამდე რომ მაგარი იყო და უნდა დაგვეთრია,მაგას მარტო მე და შენ ვხვდებით და არამგონია ლაპორტამ დაითრიოს,სამაგიეროდ მაგაზე ნადირობენ პსჟ,რეალი,სიტი და ა.შ

  • nikusha
    schedule 26 სექ 2021, 00:19

    ხალხნო ცენტრალურ მცველის საჭიროება რომ არის გუნდში და დე ლიხტს მიადგნენ ჯერ ძვირია ძაან, მერე რაიოლას ამბები და ბოლოს ჩვენი ფინანსები რომაა.

    აგერ რუდიგერს ჩელსისთან კონტრაქტი 2022წ ეწურება და უფასოდ რომ დავიმატოთ არა? მემგონი კაი დუო გამოვა არაუხო-რუდიგერის. თავისუფალ აგენტის ბარობაზე ძაან კაი ვარიანტია აქ მყოფებს კი აჯობებს და უფასოდ მაგაზე მაგარს მემგონი ვერავის დავიმატებთ და ის ფული ჰოლანდს და ოლმოს რომ მოვახმაროთ არა? და შეტევის წინა ხაზში დეპაი, ჰოლანდი, ოლმოს ტრიო იქნება

  • me da barca
    schedule 26 სექ 2021, 00:06

    დღეს ჩელსი – სიტის თამაშს, რომ ვუყურებდი, წარმოვიდგინე ეხლა აქ ბარსა, რომ თამაშობდეს რა დაემართებოდათ ჩვენს "ვაშკაცებს" ასეთ ტემპში. ისე მორწყავდნენ მინდორს, რომ კაცი ვერ გაივლიდა ალბათ.

  • El Guaje
    schedule 25 სექ 2021, 23:44

    დემბელე როცა დაბრუნდება შამსი უნდა მიეცეს და უნდა იყოს ბოლო !