ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ “კადისთან” მიღებული ბარათების გამო რონალდ კუმანი ორი, ფრენკი დე იონგი კი ერთი მატჩის გამოტოვებით დაისჯებიან. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის კომიტეტმა ასევე არ დააკმაყოფილა “ბარსელონას” მოთხოვნა სერხიო ბუსკეტსის ყვითელი ბარათის გაუქმების თაობაზე.
“ბლაუგრანამ” ახლახან ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ კლუბი კაპიტნის ყვითელ ბარათს კიდევ ერთხელ გაასაჩივრებს, ხოლო კუმანისთვის დისკვალიფიკაციის ერთ მატჩამდე შემცირების შესახებ პოტენციურ საჩივარს განიხილავს. “ბარსას” სურს, ნიდერლანელმა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა აღარ გამოტოვოს. რაც შეეხება ფრენკი დე იონგს, მისი სასჯელი უცვლელი დარჩება.
“კადისთან” მატჩში მსაჯმა დელ სერო გრანდემ რონალდ კუმანი მეოთხე არბიტრთან კამათის გამო გააძევა, დე იონგს მეორე ყვითელი ბარათი უხეშობისთვის უჩვენა, ბუსეტსი კი მოედანზე არსებული მეორე ბურთის მეტოქისკენ მიზანმიმართული დარტყმის გამო გააფრთხილა.




მე უკვე ვწერდი, რომ დე იონგმა წითელი კი არა ორი ყვითელი მიიღო ეს კი ერთი მატჩის გამოტოვებას ითვალისწინებს და არა ორის როგორც აქ იწერებოდა.
ბუსკეთს ნამდვილად ეკუთნოდა ყვითელიი მაგრამ ფრენკის არაა სწორედ მაინც გაასაჩივრონ
არაა გასასაჩივრებელი, ფრენკისა კი ბატონო