workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლის 250-ე მატჩი პრიმერაში

პუიოლის 250-ე მატჩი პრიმერაში

გუშინ კარლეს პუიოლმა “ბარსელონას” მაისურით პრიმერა დივიზიონში 250-ე მატჩი გამართა. მისი დებიუტი “ბარსელონაში” 1999-2000 წლების სეზონში შედგა.

პუიოლი პირველი გუნდის რეგულარულ ფეხბურთელად უკვე 2000-2001 წლების სეზონში იქცა, როდესაც გუნდს ლორენცო სერა ფერერი წვრთნიდა. უკვე იმ დროისთვის, მის მიერ პრიმერას მატჩების გამოტოვების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ დისკვალიფიკაცია, ან ტრავმა. იმ დროიდან მოყოლებული, იგი გუნდის შეუცვლელვ ფეხბურთელად ითვლება სერა ფერერის, რადომირ ანტიჩის, ლუის ვან გაალის, კარლოს რექსაჩის და ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით. 2004-2005 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კარიერას თავი დაანება ლუის ენრიკემ, გუნდის პირველი კაპიტარნი სწორედ პუიოლი გახდა. საერთოდ, გუნდში არის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, კაპიტანი ხდება ის ფეხბურთელი, რომელსაც იმ დროისთვის გუნდში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული, ასეთი კი იმ დროს ჩავი იყო, მაგრამ გამონაკლისი იქნა დაშვებული და საბოლოო გადაწყვეტილებით “ბარსას” მეხუთე ნომერმა მოიგო კაპიტნის სამკლაური.

მეცამეტე დერბი

გუშინდელი დერბი პუიოლისათვის იყო მეცამეტე კარიერაში. პირველად მან “ესპანიოლის” წინააღმდეგ “მონჟუიკზე” თავის სადებიუტო სეზონშივე ითამაშა. იმ წელს პუიოლმა “ბარსას” ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან კლუბმა სამი მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და ერთიც წააგო.

ოთხი გოლი

ესპანეთის ჩემპიონატში პუიოლს გატანილი აქვს ოთხი გოლი. ორი მათგანი მან გაიტანა 2001-2002 წლების სეზონში – “კამპ ნოუზე” “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ და “ტენერიფესთან” გასვლით მატჩში. ამის შემდეგ პუიოლს 2005-2006 წლებამდე არ ჰქონდა გოლი გატანილი, ამ სეზონში კი მან “რეალ სოსიედადის” კარი აიღო. ჯერჯერობით ბოლო გოლი კი პუიოლმა გაიტანა გასული სეზონის ბოლო მატჩში “გიმნასტიკის” წინააღმდეგ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward