Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” მე-3 კაპიტანი სერჟი რობერტო კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანასა” და რობერტოს შორის შეთანხმება მიღწეულია. 29 წლის ფეხბურთელი მომდევნო კვირაში კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს და ხელფასს მნიშვნელოვნად შეიმცირებს.
რობერტოს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ახალი კონტრაქტის მიხედვით, სერჟი “ბარსაში” 2024 წლამდე დარჩება.
სერჟი რობერტო “ბარსელონას” აღზრდილია. იგი კატალონიელთა პირველ გუნდში 2010 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე 308 თამაში, 12 გოლი და 37 შედეგიანი გადაცემაა.




ნეტა მალე მოხდეს
მოკლედ არ დაუჯერა ახლობლებს?
ეეჰ მეთქი გადაიფიქრა
წარმატებები სერხი
შეგვეშვი სერჟი
კიდე კაი თორე ამის უფასოდ დაკარგვა კატასტროფა იქნებოდა