Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს “ბარსელონას” 18 წლის შეტევს, ანსუ ფატის ბოლო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.
წყაროს ცნობით, ექიმები ფატის შეამოწმებენ იმის გასარკვევად, თუ როდის შეძლებს ფეხბურთელი დაბრუნებას. ივარაუდება, რომ ორშაბათს “გრანადას” წინააღმდეგ მისი თამაში ცოტათი ადრეა, თუმცა იგი, შესაძლოა, ერთ კვირაში, ხუთშაბათს, “კადისთან” გასამართ დაპირისპირებაში დაბრუნდეს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ გუშინ ფატიმ გუნდთან ერთად სრული ვარჯიში პირველად ჩაატარა. ანსუს ტკივილები აღარ აწუხებს და იგი თავს კარგად გრძნობს.




ალილუია, გვეშველება?
რა ტვინი წაიღეს. ხან გრანადასთანო ხან რეალთანო. ბოლობოლო ჩამოყალიბდნენ
დაბრუნდა ლეგენდა?
გრანადა ძაღლი გუნდია,მაგათთან გარისკვა არ ღირს.კადისთან,რომ შემოვიდეს 70-75 წუთზე კარგი იქნება მეტი არაა საჭირო ჯერ.წარმომიდგებია რა ოვაციებით შეხდება გულშემატკივარი ფატიმას.
ახლა თუ გრამი ტვინი მაინც აქ კუილას, იმ შემთხვევაში თუ ფატი გრანადანთან მატჩისთვის მზად იქნება ცვლილებაზე უნდა გამოიყვანოს და სადღაც 15 20 წუთი ათამაშოს ხოლო მერე თანდათან მოუმატოს დროს და ფორმაშიც რომ შევა წესით ძირითადში იქნება ტიპი უნიჭიერესია და მე მაქ ამის იმედი
იმდენი პრობლემაა რომ ერთი უმუხლო ფატი რას გვიშველის, ფატი კიარა 20 წლის მესიც ვერაფერს გახდება თუ კუმანი არწავა
ოღონდ რეციდივები არქონდეს და გვეშველება უნიჭიერესია 💛