workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგის დებიუტი, შესაძლოა, ბაიერნთან სასტარტო შემადგენლობაში შედგეს

ლუკ დე იონგის დებიუტი, შესაძლოა, ბაიერნთან სასტარტო შემადგენლობაში შედგეს

Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ლუკ დე იონგს სამშაბათს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. “ბარსელონას” შემადგენლობაში მისი დებიუტი სწორედ ამ დღეს, სასტარტო შემადგენლობაში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ შედგება. 

ჰოლანდიელი ცენტრფორვარდის ძირითად თერთმეტეულში შეყვანა იმითაა განპირობებული, რომ მის პოზიციაზე სხვა ჯანმრთელი ფეხბურთელი გუნდს არ ჰყავს. სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ მარტინ ბრეითუეიტი, რომლის მოედანზე დაბრუნება საეჭვოა, თამაშის ნებართვას დაგეგმილზე ადრე მიიღებს.

შეტევაში დე იონგის მეწყვილე მემფის დეპაი უნდა იყოს – ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთის გვერდით რამდენიმე წლის წინ პსვ-ში თამაშობდა. 

“ბარსა”-“ბაიერნის” შეხვედრა 14 სექტემბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23 საათზე აიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 სექ 2021, 18:42

    laughing laughing wink სხვა არავინ დარჩა კუმანს და თუ დასჭირდა ალბათ თვითონ გამოვარდება დაცვაში..:დდდ

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 16:59

    ციტატა: La Pulga10
    შევეცდები გამოვიცნო.კუმანუ ოთამაშებს 3-5-2 ტაქტიკით.
    ————შტეგო
    ——არაუხო–პიკე–ლენგლე
    დესტი-ფრენკი-ბუსი-პედრი-ალბა
    ————————–დეპაი
    ————-დე იონგი

    ეს იმ შემთხვევაში თუ ალბა და დესტი გამოჯანმრთელდნენ.მთავარი აქცენტი იქნება ჩაწოდებებზე.დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული და მგონია კუმანი ჩაიჭრება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს,რომ უსუსტესია.


    ხო მაგას დააყენებს. არა და მაგ წყობას ფიზიკურად ძლიერი და დაუღალავი ფეხბურთელები სჭირდება რაც ჩვენ სასაცილოა რომ ვაყენებთ

  • M10 S9 D11
    schedule 12 სექ 2021, 15:42

    შესაძლოა კი არა ძირითადში უნდა იყოს სხმა მაინც არავინაა და დემირის თამაშს ისევ ამან დაიწყოს ძირითადიდან ჯობია

  • La Pulga10
    schedule 12 სექ 2021, 14:55

    შევეცდები გამოვიცნო.კუმანუ ოთამაშებს 3-5-2 ტაქტიკით.
    ————შტეგო
    ——არაუხო–პიკე–ლენგლე
    დესტი-ფრენკი-ბუსი-პედრი-ალბა
    ————————–დეპაი
    ————-დე იონგი

    ეს იმ შემთხვევაში თუ ალბა და დესტი გამოჯანმრთელდნენ.მთავარი აქცენტი იქნება ჩაწოდებებზე.დანარჩენი არაფერი განსაკუთრებული და მგონია კუმანი ჩაიჭრება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს,რომ უსუსტესია.

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 14:54

    ნიდერლანდური დუეტი ატირებს ზეგ ნოიერს.

  • კულე
    schedule 12 სექ 2021, 14:35

    არ ᲨეიᲫლება ამის ᲗამაᲨი ჯერ არადა, მაგრამ რა გინდა რომ ქნა. სხვა ვინ არის ისე წინ ვინც ᲨეიᲫლება რომ აᲗამაᲨო დეპაისᲗან ერᲗად? ტაქტიკა 4-3-3 არ იქნება ვფიქრობ.