“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე La Sotana-სთან საინტერესო ინტერვიუს წერს და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბოლო სეზონს იხსენებს:
მის ბოლო სეზონში პეპთან ურთიერთობა ძალიან დამეძაბა, რაც გასახდელ ოთახსაც გადაედო.
ჟოზე მოურინიოსთან მეტოქეობა ძალიან დამღლელი იყო. გვარდიოლას კი აბსოლუტურად ყველაფრის კონტროლი სურდა.
მე და შაკირამ ურთიერთობა დავიწყეთ, რის შემდეგაც პეპის დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა, ახლა მასთან კვლავ შესანიშნავად ვარ; იმ მომენტში ჩემზე დიდი ზეწოლა წამოვიდა. ვგრძნობდი, რომ ვარჯიშებზე ყველაფრის იდეალურად გაკეთება მიწევდა.
მაშინ “ბარსას” დატოვებაზე ვფიქრობდი – ეს 2011/12 წლების სეზონში ხდებოდა. აღნიშნული სეზონი, რომელშიც ბევრი სირთულე გადავიტანე, გვარდიოლასთვის “ბლაუგრანაში” ბოლო აღმოჩნდა.
პიკე და გვარდიოლა “ბარსელონაში” ერთად, 2008 წელს მოვიდნენ – ჟერარი კლუბმა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაიბრუნა, პეპმა კი სარეზერვო გუნდიდან პირველ გუნდში გადმოინაცვლა. მათ პირველივე სეზონში ტრებლი მოიგეს.
საბედნიეროდ, 2011-12 წლების სეზონში პიკემ კატალონიური გრანდიდან წასვლა გადაიფიქრა და დღემდე ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს ატარებს. მიმდინარე სეზონის სტარტზე კი იგი კრიზისში მყოფ კლუბს ხელფასის შემცირებით, ახალწვეულების დარეგისტრირებაში დაეხმარა.
რაც შეეხება შაკირასთან ურთიერთობას, ჟერარმა კოლუმბიელი მომღერალი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაიცნო, როდესაც ამ უკანასკნელმა, მუნდიალის ცნობილი ჰიტი, – ‘Waka Waka’ შეასრულა.
პიკე ზემოხსენებულ ვიდეოში მონაწილეობდა, თუმცა წყვილმა ერთად ყოფნა ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს გადაწყვიტა – მათ ორი შვილი ჰყავთ.




რაც შეეხება შაკირასთან ურთიერთობას, ჟერარმა კოლუმბიელი მომღერალი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გაიცნო, როდესაც ამ უკანასკნელმა, მუნდიალის ცნობილი ჰიტი, – 'Waka Waka' შეასრულა.
ნუ მთლად ასე არ იყო, ჯერ გაიცნო და დამეგობრდნენ და კლიპის ჩაწერა მერე გადაწყვიტეს.
ნეტავ დაბრუნდებოდეს ბარსაში
ბარსას შემდეგ პეპს ბაიერნშიც მაგარი გუნდი ჰყავდა და სიტიშიც კარგი ჰყავს, მაგრამ ლიგას ვერაფერი მოუხერხა, ჩემპიონატების მწვრთნელად ჩამოყალიბდა.
Ho maxsovs
პიკესი რა გითხრა და უმტიტი იხოდება მგონი, თუ ტრამვამ გაუარა ხელფასი დაიკლო რაზეა საუბარი, 27 წლის ლომი გვეყოლება 🤩
გვარდიოლა რო მაქსიმუმს თხოვდა მაგიტომაც იყო მაშინდელი პიკე გაუვალი კედელი გვარდიოლას დროს პიკე უფრო დიდი ფიგურა იყო ესპანური ფეხბურთისთვის ვიდრე რამოსი ეს ჩემი აზრია, რაც პეპი აღარ იყო ბარსაში მერე და მერე წავიდა რამოსის აღმასვლა და პიკეს პირიქით დაღმასვლა
პეპისნაირი მწვრთნელო მგონია აღარასოდეს გვეღირსება.