workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრანადასთან, კადისთან და ლევანტესთან მატჩების დაწყების დრო ცნობილია

გრანადასთან, კადისთან და ლევანტესთან მატჩების დაწყების დრო ცნობილია

ახლახანს, ლა ლიგამ მიმდინარე სეზონის მე-5, მე-6 და მე-7 ტურის მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა. სექტემბრის ბოლო 3 შეხვედრიდან “ბარსელონა” ორს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, ერთს კი სტუმრად.

რონალდ კუმანის გუნდი მე-5 ტურში “გრანადას” 20 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე უმასპინძლებს. მე-6 ტურის მატჩში “ბარსა” “კადისს” ეწვევა. შეხვედრა სტარტს 24 სექტემბერს, 00:00 საათზე აიღებს. 26 სექტემბერს, 18:15 საათზე კი კატალონიელები “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” მიიღებენ. 

ამ შეხვედრებამდე “ბარსელონას” ლა ლიგაში “სევილიასთან”, ჩემპიონთა ლიგაზე კი მიუნხენის “ბაიერნთან” გამკლავება მოუწევს. 

სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ 3 თამაშში “ბარსას” 7 ქულა აქვს – “რეალის”, “ატლეტიკოს”, “სევილიას”, “ვალენსიასა” და “მალიორკას” მსგავსად. სამივე თამაშის მოგება ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 21:20

    რა აზრი აქვს ეხლა გავიგო როდის ხვდება კადისს?

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 01:11

    მაგაეებს რა უჭირს ჩვენგან განსხვავებით