workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ლა ლიგა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოფიციალურად: ლა ლიგა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ლა ლიგის, “სევილიასა” და “ვილიარეალის” მოთხოვნა “სევილია”-“ბარსელონასა” და “ვილიარეალი”-“ალავესის” მატჩების გადადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

ამ გადაწყვეტილებას ლა ლიგა ოფიციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ტურნირის ორგანიზატორები ხსენებულ რეზოლუციას უკანონოდ მიიჩნევენ და ამას გაასაჩივრებენ.

განცხადებაში წერია, რომ მატჩების გადადების მოთხოვნის მიზეზი კონკურენციის შენარჩუნებაა და ფედერაციის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

ლა ლიგა 11 სექტემბერს, 20:30 საათზე “ვილიარეალსა” და “ალავესს”, ხოლო 23:00 საათზე “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის გასამართი შეხვედრების გადადებას ითხოვდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში