ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “სევილიასა” და “ბარსელონას” მატჩის გადადებაზე უარი თქვა.
Cadena Ser იტყობინება, რომ ლა ლიგა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
წყარო ასევე წერს, რომ გამორიცხული არაა, “ბლაუგრანას” თამაში 11 სექტემბრის ნაცვლად 12 სექტემბერს გაიმართოს.
ზემოხსენებული მატჩის გარდა, საუბარი იყო “ვილიარეალი”-“ალავესის” შეხვედრის გადადებაზეც. ამ მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ამერიკაში ბოლო სანაკრებო შეხვედრები ლა ლიგის მეოთხე ტურს თითქმის ემთხვევა და გუნდებს მნიშვნელოვანი მოთამაშეები დააკლდებათ.




იყო დრო, რომ 7-8 მოტამაშით ასრულებდნენ მატჩებს და არავინ წუწუნებდა
რა უბედურებაა, 25 კაცი ყავთ გუნდში და პლუს სარეზერვო გუნდები, კიდევ ტირიან, წუწუნებენ და ჩივიან
ეუფ 1 საათით გადადეთ 1 დღე რაბავია.