workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოუტინიო და ტერ შტეგენი თამაშის ნებართვას მიიღებენ

კოუტინიო და ტერ შტეგენი თამაშის ნებართვას მიიღებენ

Cadena SER-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირას, “ხეტაფესთან” მატჩში, “ბარსელონას” განკარგულებაში ფილიპე კოუტინიო და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნებიან. 

ორივე ფეხბურთელი თამაშის ნებართვას სავარაუდოდ ხვალ მიიღებს. 

კოუტინიომ “ბარსას” მაისურით ბოლოს დეკემბერში ითამაშა, როცა მუხლი დაიზიანა და ძალიან დიდი დრო უქმად გაატარა. 

ტერ შტეგენი გუნდს მაისის შემდეგ ვერ ეხმარება. მან 3 თვის წინ საკუთარი სურვილით ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც ლა ლიგის წინა სეზონის ბოლო და მიმდინარე სეზონის საწყის მატჩებში “ბარსას” კარს ბრაზილიელი ნეტუ იცავდა. 

“ბარსელონა”-“ხეტაფეს” შეხვედრა “კამპ ნოუზე” ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 28 აგვ 2021, 14:43

    ხეტაფე ძალიან უხეში გუნდია და ღირს გარისკვად ახლად მორჩენილი ფეხბურთელების მოედანზე გაშვებით.

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 აგვ 2021, 14:01

    ხეტაფე უხეში გუნდია, ორივე არ ათამაშოს ჯობია, ქულების განიავება არშეიძლება! აი მომდევნო სევილიასთან გვაქვს და კარგი გენ. ვარჯიში ექნებათ და იქ ბაზარი არაა, მერე ეგრევ 14-ში გვაქვს ბაიერნთან კამპზე, ზედიზედ მიყრილი გვაქს რთული კალენდარი.
    ——————————–
    ხეტაფესთან:
    ნეტუ
    ემერსონი-პიკე-არაუხო-ალბა
    რობერტო-ბუსი-დე იონგი
    გრიზი-ბრაითა – დეპაი
    ——————————–
    სევილიასთან და ბაიერნთან:
    შტეგენი
    დესტი-გარსია-არაუხო-ბალდე
    დე იონგი-პედრი
    კოუტინიო
    გრიზმანი-დეპაი-ფატი
    ————————————————-
    ჰაა, რას იტყვით კულეებო? მწვრთნელის გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ, ეს ჩემი ვარიანტია, ამ 29.08.-11.09. და 14.09. რთულ კალენდარისთვის.