WhoScored-მა ლა ლიგის მე-2 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში “ბარსელონადან” ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი მოხვდნენ. WhoScored-მა მათ 10-ბალიანი შეფასების სისტემიდან, შესაბამისად, 7.8 და 7.7 დაუწერა.
დე იონგმა “ბილბაოსთან” შესანიშნავად ითამაშა, დეპაის გოლის წყალობით კი “ბარსელონამ” ქულის მოპოვება მოახერხა.
ლა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: დიტურო (სელტა), ვიდალი (ოსასუნა), დ. გარსია (ოსასუნა), პიერი (ლევანტე), გალანი (სელტა), ოიარსაბალი (სოსიედადი), ტორო (ოსასუნა), დე იონგი (ბარსელონა), ვინისიუსი (რეალი), ფექირი (ბეტისი), დეპაი (ბარსელონა).
პრესინგიდან ბურთის ამოტანა მაგის მოვალეობა იყო და ყველაზე მეტად მანდ გაგვიჭირდა!!
შენ რა იცი ვისი მოვალეობა იყო?
პრესინგიდან ბურთის ამოტანა მაგის მოვალეობა იყო და ყველაზე მეტად მანდ გაგვიჭირდა!!
ნამდვილად კაი თამაში ჩაატარეს ბიჭებმა
ალბათ, მარტინს ცუდად არ მოერტყა ფეხი ისიც მოხვდებოდა, ისე წავიდოდა თამაში 😃
რეალის შემტევი ტრიოდან მარტო ერთი მოხვდა?
დე იონგს 8.0 მაინც დავუწერდი,დეპაისაც მეტი ეკუთვნის.