პორტუგალიური “ბრაგა” “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის კაპიტნის, ალექს კოლიადოს დამატებით დაინტერესდა.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან მარტინესი წერს, რომ “ბრაგას” ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, რომლის ამოწურვის შემდეგაც მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
კოლიადომ მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის მისაღებად კლუბიდან იჯარით წასვლის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა, წყაროს ცნობით, ლიონელ მესის მიერ კლუბის დატოვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ახლა ალექსი პირველი გუნდის შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.
აქამდე “ბარსა” მოლაპარაკებებს “ბრიუგესთან” აწარმოებდა, თუმცა კლუბები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.




არ ჩანს ასეთი ცუდი ბიჭი, რო ასე აითვალწუნოს კუმანმა და რატომ ექცევა ასე საონტერესოა? ამასაც და პუჩსაც
დროზე ბრაგა გვიშველე წაიყვანე
ეს *ლე კუმანი სანამ აქნება აზრი არ აქ არ ათამაშებს
აი იმ დემირის თამაშს ამის თამაში არ ჯობდა?
როგორც მახსოვს ამას ჩემპიონთა ლიგაზე უნდოდა გამოსვლა და ბრიუგესაც იმიტომ ეკონტაქტებოდა. და ბრაგა თამაშობს ლიგაზე?